вторник, 2 июля 2019 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა




მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის  მიმართ  უინტერესო დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორიის “ გამოყენება



სსიპ ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლა
                                                                       

დაწყებითი საფეხურის პედაგოგის
ინგა ცქვიტინიძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა









თბილისი, 2019.



სარჩევი


                                                                                                                                            



შესავალი



წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე , კერძოდ , II კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია, მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ  უინტერესო დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორიის“ გამოყენებით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
„წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან. მათ შეგიძლია მიმართო ცხოვრების ყველა მძიმე წუთში. ისინი არასოდეს გიღალატებენ“.-ამბობს ალფონს დოდე.
დღეს, ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება წიგნიერების განვითარებას ,რადგან შეიძლება ითქვას , რომ წიგნი თითქმის ჩაანაცვლა კომპიუტერმა. რა თქმა უნდა, ყოველგვარი პროგრესი მისასალმებელია , რადგან ის იწვევს ადამიანის ცნობიერების განვითარებასა და მისი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წიგნის სიყვარული ბოლო ადგილას დავაყენოთ.
წიგნიერების დონის განვითარება პრაქტიკულად ყველა საგანში სწავლისა და აკადემიური წარმატების ფუნდამენტია. ამ წარმატების მისაღწევად კი მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სასიამოვნო გარემო, გამოვიყენოთ სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც გამოიწვევენ ინტერესს და დადებითად განაწყობენ მოსწავლეებს კითხვის მიმართ.
წიგნიერების განვითარება განსაკუთრებულ როლს ასრულებს მოსწავლეებში მომდევნო წარმატებების მიღწევის გზაზე . წიგნიერების დონის ამაღლება კი, სკოლამდელ ასაკში იწყება და სკოლის დასრულების შემდეგაც გრძელდება . ხოლო მოსწავლის ეფექტურ მკითხველად ფორმირების ყველაზე  ადეკვატურ პერიოდად სწორედ სასკოლო ასაკი მიიჩნევა .ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ორი ეტაპი:
1.                  I- IV კლასები.
2.                  V-IX კლასები.
ამიტომაც გადავწყვიტე ,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა II კლასში განმეხორციელებინა, გამომეყენებინა ჩემი პედაგოგიური გამოცდილება, აგრეთვე ახალი მიდგომები , მეთოდები, ხერხები და მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის მიმართ   ინტერესი დასაწყისშივე აღმეძრა,რომლის საფუძველი,ვფიქრობ, პირველ რიგში, გამართული კითხვაა, რასაც შემდეგ  ტექსტის გაგება-გააზრება და კონსტრუირებაა  მოსდევს.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წიგნიერების საერთაშორისო
კვლევის (PIRLS) შედეგები გამოაქვეყნა. ამ კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14% -ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარიც არ გააჩნია. ეს საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელი, წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებმა აჩვენა. მაგრამ თუ შევადარებთ 2006 წლის მაჩვენებლებს, მოსწავლეებმა შედეგები გააუმჯობესეს, თუმცა,2016 წლის კვლევის მიხედვით მეოთხეკლასელთა 14%-ს მაინც უჭირს წაკითხულის გააზრება. (PIRLS–ის (Progress in International Reading Literacy Study) 
           აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახე ,მოსწავლეებში წიგნის კითხვის მიმართ შინაგანი მოტივაციის შესაქმნელად და ინტერესის აღსაძრავად, კარგად შემესწავლა დიმიტრი უზნაძის „სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია“ და ინტერვენციები განმეხორციელებინა „განწყობის თეორიის“გამოყენებით.
როგორც ცნობილია,  წიგნიერების გავრცელების ეფექტურ გზად ციფრული წიგნიერება მიიჩნევა. იგი არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად გამოყენების საშუალებას იძლევა.
            ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგნების სწავლება, მათ შორის ,ინტეგრაციით არის მოაზრებული. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო დისციპლინებში ინტეგრაცია კი ხელს უწყობსკომუნიკაციის უნარის, ასევე  ანალიტიკური, სინთეზური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ვინაიდან  მოსწავლეთა უმრავლესობას ძლიერ იზიდავს ციფრული ტექნოლოგიები, გადავწყვიტე, ერთ-ერთი ინტერვენცია, სწორედ კომპიუტერის გამოყენებით განმეხორციელებინა.
       ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან:
            I თავში მოცემულია ინფორმაცია სსიპ ქალაქ თბლისის №158 საჯარო სკოლის შესახებ. განხილულია პრობლემა და საკვლევი საკითხი, პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი და კვლევის ამოცანები, II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს, III თავი ლიტერატურის მიმოხილვას ეთმობა, IV თავში განხილულია კვლევის მეთოდოლოგია, V თავში წარმოდგენილია კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი, ინტერვენციების განხორციელების შედეგების შეფასება, VI თავი ეთმობა რეკომენდაციებსა და ინტერვენციების შეფასებას ,VII თავში გაკეთებულია დასკვნა.

თავი I

საკვლევი საკითხის მიმოხილვა

1.1.მოკლე ინფორმაცია  IIკლასის მოსწავლეთა შესახებ

სსიპ ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე , კერძოდ , II კლასში დავგეგმე და განვახორციელე პრაქტიკული კვლევა. კლასში არის 25 მოსწავლე, ამათგან გოგო არის 14, ბიჭი-11. კვლევის დაწყების ეტაპზე მოსწავლეთა რაოდენობა იყო 25. მე ვარ კლასის დამრიგებელი და ვასწავლი ხუთ საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, სახ. და გამოყენებითი ხელოვნება და ფიზიკური აღზრდა.
ჩვენს სკოლაში ყოველგვარი პირობაა შექმნილი იმისათვის , რომ პედაგოგთა განვითარებისა და კარიერული წინსვლისათვის  სკოლის პედაგოგებმა  გაიარონ  მასწავლებლის სახლის მიერ შემოთავაზებული  ტრენინგები , რომლებიც მათ საშუალებას მისცემს , ტექნოლოგიების გამოყენებით , საგაკვეთილო პროცესი იმგვარად წარმართონ და ისეთი პოზიტიური გარემო შექმნან , რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის , ასევე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის განვითარებასა და  თანამშრომლობას .
სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის დირექტორს ვაცნობე ჩემ მიერ დაგეგმილი კვლევის შესახებ, რომელზეც მივიღე საჭირო რეკომენდაციები.

1.2.პრობლემა, საკვლევი საკითხი და აქტუალობა


კვლევის საფუძველი გახდა IIკლასში ,,მკითხველთა წრეზე “ მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზების დადგენა და ამ მიზეზების აღმოფხვრის ოპტიმალური გზების მოძებნა.
სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეებში ეფექტური კითხვისა და მათი ეფექტურ მკითხველად ფორმირების თვალსაზრისით , გადავწყვიტე შემექმნა ,,მკითხველთა წრე“. სახელმძღვანელოდ ავირჩიე ბელა სარიას ,,კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა“. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ. რამდენიმე  თვის შემდეგ  შევამჩნიე , რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი უხალისოდ კითხულობდა ტექსტს , უჭირდა წაკითხულის გაგება , ტექსტის შინაარსის გააზრება, მასში გადმოცემული აზრის მნიშვნელობის კონსტრუირება. სწორედ ეს გახდა კვლევის საფუძველი,აღმომეჩინა მოსწავლეებში კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და შეძლებისდაგვარად აღმომეფხვრა ეს პრობლემები. როგორც კვლევები ცხადყოფს, თუ ბავშვმა ცხრა წლის ასაკს ისე გადააბიჯა , რომ კითხვის საბაზისო უნარები არასათანადოდ ჩამოუყალიბდა, მისი შემდგომი აკადემიური მოსწრება დიდი საშიშროების წინაშე დგება. აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახე აღმოჩენილი პრობლემის გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და მისი გადაჭრის გზების პოვნა . ამის განსახორციელებლად გადავწყვიტე, სასწავლო პროცესში გამომეყენებინა დიმიტრი უზნაძის ,, განწყობის თეორია“, რომლის თანახმად, ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი. სასწავლო პროცესის ეფექტიანობა გულისხმობს სწავლის მიმართ  დადებითი განწყობის შექმნას , ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლის ჩართვას აქტივობაში. საკლასო ოთახში ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო უნდა შეიქმნას. სასწავლო მასალა შესაფერისი უნდა იყოს მოსწავლის ძალთა განვითარების აქტუალური დონისათვის და გარკვეულწილად დაშორებულიც უნდა იყოს მისგან, რათა მოხდეს წინსვლა. ამ დროს მასწავლებელს შუამავლის როლი ეკისრება. მან უნდა გაითვალისწინოს აღსაზრდელის სურვილები დამოსწავლეთა თავისებურებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ,ის, რაც აღმზრდელის აზრით კეთილდღეობას წარმოადგენს აღსაზრდელის მიმართ ხშირად წვალებად იქცევა- წერს  დიმიტრი უზნაძე.
დღესდღეობით წიგნიერების დონის ამაღლების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას საზოგადოების წინაშე და განათლების სისტემის დიდ გამოწვევად ითვლება. წიგნიერების განვითარებაში კი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება როგორც პედაგოგებს , ასევე მშობლებსაც , რადგან კითხვისა და წერის უნარების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციო-კულტურულ კონტექსტზე. წიგნის კითხვა ლექსიკასა და წარმოსახვას ავითარებს. ფანტაზია და წარმოსახვა კი უმნიშვნელოვანესია ბავშვისათვის.  როდესაც კითხულობ, ხატები და  სახეები უნდა წარმოიდგინო. კომპიუტერი კი ამის საშუალებას ნაკლებად აძლევს ბავშვს . შედეგად მათ თამაში არ იციან , თამაში ხომ წარმოსახვით ხდება. თამაში წამყვანია ბავშვისათვის , სანამ სკოლაში შევა. იმისათვის რომ ბავშვს წიგნის კითხვა შევაყვაროთ, მნიშვმელოვანია უფროსების დახმარება,  კერძოდ ,ოჯახის წევრებისა და მშობლების . ამიტომ გადავწყვიტე , II  კლასის მოსწავლეებზე დაყრდნობით გამომეკვლია  წიგნის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები. გამომეყენებინა სწავლების ისეთი ეფექტური აქტივობები, ხერხები, მეთოდები  და შეფასების ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ტექსტის გაგება-გააზრებასა და კონსტრუირებას. ასევე მიზნად დავისახე, სასწავლო პროცესის ეფექტიანობისათვის შემექმნა სწავლის მიმართ დადებითი განწყობა.

1.3.  პრობლების გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:

Ø    ერთ-ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის არქონა.
Ø    წიგნში არსებული ლექსიკის სირთულე .
Ø    პატარა შრიფტისა და დიდი მოცულობის ნაწარმოებების ძალდატანებით კითხვა, (ხშირად გარეგანი მოტივაციის გამოყენებით).
Ø    შესაბამისი ფიზიკური გარემოს არქონა მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ განწყობის შესაქმნელად.

1.4.კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია, დეტალურად შევისწავლო მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და დავსახო მისი გადაჭრის ოპტიმალური გზები. 

            1.5. კვლევის ამოცანები

Ø    დაწყებითი კათედრის წევრებთან შეხვედრა მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების სავარაუდო მიზეზების გამოსავლენად.
Ø    სადიაგნოსტიკო კითხვარების შედგენა IIკლასის მოსწავლეებისა და მშობლებისათვის.
Ø    მოსწავლეთა მონაცემების ანალიზი.
Ø    მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ შინაგანი  მოტივაციის აღძვრა „განწყობის თეორიის”გამოყენებით.


თავი II

პრაქტიკული კვლევის არსი

საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, წამოვაყენე საკვლევი პრობლემა , რომელიც შეეხებოდა IIკლასში მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორიის“ გამოყენებას .
რა არის კვლევა ?
კვლევა არის აქტიური , შრომატევადი, სისტემური შესწავლის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე იდეის მხარდასაჭერად თუ უარსაყოფად აუცილებელი ფაქტების დადგენას , მათ ახსნას და დასკვნების გამოტანას. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ქმედებების გარეშე წარმატების მიღწევა.
ჩემ მიერ წამოჭრილი პრობლემის მიზეზების დადგენა და მისი გაუმჯობესების გზების პოვნა მნიშვნელოვანია დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებლისთვის , რადგანაც მოსწავლის ეფექტურ მკითხველად ფორმირების ყველაზე  ადეკვატურ პერიოდად, სწორედ სასკოლო ასაკი უნდა მივიჩნიოთ, კერძოდ, I-IV კლასი . ამიტომ მნიშვნელოვან პირობად მივიჩნიე II - IV კლასის მოსწავლეებისა და მშობლების  და I-IV კლასების მასწავლებლების ჩართულობა კვლევის პროცესში.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:
1.                  სსიპ ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლის II-IV კლასის 49 მოსწავლე . (გოგონა - 26, ვაჟი - 23).
2.                  სსიპ ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლის 49  მოსწავლეთა მშობელი.
3.                  სსიპ ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლის დაწყებითი სწავლების  კათედრის 8 მასწავლებელი.
სულ - 98  რესპოდენტი.

თავი III

ლიტერატურის მიმოხილვა

„უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“.-ამბობს ილია ჭავჭავაძე.
წიგნიერება ნიშნავს ცოდნის უნარებისა და დამოკიდებულების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით, როგორც სასკოლო ასევე საზოგადოებრივ საქმოანობაში. (დოლიძე, თ. 2018. წიგნიერების გაკვეთილები, http://mastsavlebeli.ge/?p=11201 (10.08.2018))
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებით, ქართველ მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია, განსაკუთრებით კი თვალშისაცემია დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებასა და გადმოცემასთან დაკავშირებული სირთულეები.
კვლევის თანახმად, მოსწავლის წიგნიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური ფაქტორი. სოციალურად და ეკონომიურად გამართული მშობლების შვილები უმეტესად მაღალ აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ, ხოლო ფინანსურად შეჭირვებული მშობლების შვილების წიგნიერების დონე დაბალია. ამიტომ სახელმწიფოს პრიორიტეტად, სწორედ განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა რჩება   (წიგნიერების დონე საქართველოში -გამოწვევები და პრობლემები-http://qronikaplus.ge/?p=16144 (01.07.2018) )
იმისათვის , რომ მოსწავლეებში წიგნიერების დონე ავამაღლოთ, აუცილებელია ვიცოდეთ, ქცევის რა ფორმა ახასიათებს სასკოლო ასაკის მოსწავლეებს და როგორია მათი ასაკის შესაბამისი ინტერესის სფეროები.
დიმიტრი უზნაძის თანახმად, ქცევის ცნებას განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ფსიქოლოგიაში. ქცევა აქტივობაა და სუბიექტის არსებითი მნიშვნელობის გათვალისწინების გარეშე მისი წვდომა სრულიად შეუძლებელია.
ყოველი აქტივობა სუბიექტის გარესინამდვილესთან, გარემოსთან მიმართებას ნიშნავს. სუბიექტს რაიმე კონკრეტული მოთხოვნილება უჩნდება და იგი ამ უკანასკნელის დაკმაყოფილების მიზნით, თავისი ძალების გარესინამდვილეზე გარკვეული მიმართულებით მოქმედებას იწყებს. ასე ჩნდება ქცევა.
აქედან გამომდინარე, იგი გულისხმობს, ერთი მხრივ, სუბიექტის მოთხოვნილებასა და  ძალებს, ხოლო , მეორე მხრივ, გარემოს, საგანს, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. ქცევა ამ ძალების ამოქმედებაა.
ცოცხალი არსება, სუბიექტი, როგორც ორგანიზმი, ისეთი მთლიანობაა, რომელშიც მთელი წინ უსწრებს ნაწილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალმა ორგანიზმმა რომ რაიმე გარკვეული მოძრაობა, ქცევა მოგვცეს, ამისათვის იგი, როგორც მთელი სრულიად გარკვეულ მდგომარეობაში უნდა იმოფებოდეს. იმისათვის, რომ ცოცხალმა არსებამ თუნდაც ერთი გარკვეული ნაბიჯიგადადგას, ამისათვის იგი, როგორც მთელი წინასწარ უნდა ჩადგეს გარკვეულ მდგომარეობაში. ე.ი. ამ ნაბიჯის გადასადგმელად განეწყოს. (დიმიტრი უზნაძე- „სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია“,გვ.6. გამომცემლობა „ნეკერი“).
როგორ განსაზღვრავს სუბიექტი განწყობას? პასუხი ნათელია: გარესინამდვილესთან, საგანთან სუბიექტი აწესებს ურთიერთობას და ამ ურთიერთობის პროცესში  საგანი ახდენს მასზე უშუალო გავლენას და მას ,როგორც მთელს, თავის შესატყვისად ცვლის, თავის შესაფერის განწყობას იწვევს.
რაკი ადამიანის ქცევის გათვალისწინებისას ფუძემდებელ როლს განწყობის ცნება ასრულებს, უეჭველია, რომ მას აქაც იგივე როლი ეკუთვნის, მაგრამ მარტო განწყობის ცნება აქ არ კმარა. არსებითი მნიშვნელობა აქვს აქტივობის წყაროს, პრობლემასაც და აქ გადამწყვეტი როლი მოთხოვნილების ცნებას უნდა მივაკუთვნოთ. აქედან გამომდინარე, ადამიანის ქცევათა ერთობლიობა ორ ძირითად კატეგორიას შეიცავს:
1. როდესაც ადამიანს რაიმე მოთხოვნილება უჩნდება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც გარკვეული საგნობრივი შინაარსია საჭირო, მაგ.,  როდესაც ჭამის მოთხოვნილება უჩნდება, რომლის დაკმაყოფილებაც გარკვეული საკვების, დავუშვათ , პურის საშუალებით შეიძლება, იგი იძულებული ხდება მოცემული სიტუაციის პირობებში შექმნილი განწყობის რეგულაციის სწორედ ის ძალები აამოქმედოს, რომლებიც ამ საგნობრივი შინაარსის ( მაგ. პურის) მისაღებადაა აუცილებელი. ამ შემთხვევაში ქცევა თითქოს გარედან (საგნიდან) ღებულობს იმპულსს და გარედან განსაზღვრული განწყობით წარიმართება. ასეთ ქცევას დიმიტრი უზნაძემ ექსტეროგენური უწოდა.
               ჩემი აზრით, თუ მოსწავლეს სურს წიგნის წაკითხვა და მაგიდაზე დაინახავს მისთვის საინტერესო წიგნს, მას შეექმნება განწყობა , შინაგანი მზაობა, რომ წიგნი აიღოს და წაიკითხოს.
2.      მაგრამ არის სხვაგვარი მდგომარეობაც, როდესაც სუბიექტს არ აქვს რაიმე საგნობრივი შინაარსის მოთხოვნილება, რომლის დასაკმაყოფილებელი საშუალებაც მან გარესინამდვილიდან უნდა მიიღოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ იგი სრულიად პასიურ მდგომარეობაში უნდა რჩებოდეს. ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა აქტივობაა და უმოქმედოდ ყოფნა მას დასვენების პერიოდში თუ შეუძლია. ამიტომ მისი აქტივობის აღმოსაცენებლად არ არის საჭირო რაიმე პრაქტიკული მოთხოვნილება. მას თვითონ აქტივობის მოთხოვნილებაც აქვს, მოთხოვნილება, რომელიც ფუნქციონალური ტენდენციის სახელწოდებით შეგვიძლია აღვნიშნოთ. აქ აქტივობა, ქცევა უკვე გარედან კი აღარაა განსაზღვრული, არამედ შინაგანი იმპულსიდან გამომდინარეობს და იმ განწყობით წარიმართება, რომელიც გარკვეული სახით სუბიექტის წარსულიდან მომდინარეობს. ასეთ ქცევას დიმიტრი უზნაძემ ინტროგენური უწოდა.
             დიმიტრი უზნაძემ გამოიკვლია ბავშვთა ძირითადი ინტერესები სასკოლო ასაკში. მისი აზრით, სასკოლო ასაკის ბავშვის ძირითადი ინტერესი მარტო სწავლითა და ინტელექტუალური აქტივობის იმპულსებით არ განისაზღვრება. არსებობს მეორე ნაკადიც, ეს არის მოტორული აქტივობის იმპულსები.
            დიმიტრი უზნაძის თანახმად, სასკოლო ასაკის დროის ბიუჯეტში ყველაზე დიდი ადგილი სწავლას აქვს დათმობილი, მაგრამ მის გვერდით თამაშს პირველ წლებში მაინც თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. მაგრამ ეს უკვე ის თამაში აღარაა, რაც სკოლის წინარე ასაკში ბავშვის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შინაარსს შეადგენდა. სამაგიეროდ, ბავშვის თავისუფალ დროს ახლა ხშირად ქცევის ის ფორმა ავსებს , რომელიც უკვე ორი-სამი წლიდან იჩენს თავს და ჩვეულებრივ „ფიზიკური თამაშის“ სახელითაა ცნობილი.
            ყოველდღიური მეტყველება ბავშვის ქცევის ამ ფორმას თამაშს არ უწოდებს. იგი მას ცელქობის სახელწოდებით აღნიშნავს.
რასაკვირველია, სასკოლო ასაკის ბავშვის ცხოვრებაში ნამდვილი თამაშის შემთხვევასაც აქვს ადგილი. მაგრამ ამ ასაკობრივ საფეხურზე ქცევის ამ ფორმას სპორტული ინტერესების მკაფიო დაღი ემჩნევა, ის მაინც მოზარდის ძირითად განწყობას ეთანხმება.
          ჩემი პედაგოგიური კვლევის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა , როგორც თამაშით სწავლას, ასევე  შეჯიბრს გუნდებს შორის, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები. ამ მიზნით, ერთ-ერთ ინტერვენციად, სწორედ ექსკურსია დავისახე- მოვინახულეთ ყინწვისის მონასტერი. გარდა ესთეტიური ტკბობისა და სიამოვნების მიღებისა, რომელიც სამონასტრო კომპლექსის დათვალიერებამ გამოიწვია თითოეულ ჩვენგანში, უსაზღვრო სიხარული ფიზიკური თამაშითაც მივიღეთ, რომელსაც კოლექტიურობის ტენდენცია ახლდა. თითოეული გუნდის წევრი თავის მიღწევებსა და მარცხს თავისი გუნდის საქმედ განიცდიდა.
           დიმიტრი უზნაძემ მოსწავლეთა ინტერესთა სფეროები ლიტერატურული ინტერესების განვითარებაზე დაყრდნობით გამოიკვლია. ამ გამოკვლევის მიხდვით აღმოჩნდა , რომ 8-9 წლის მოსწავლე უფრო მეტი ხალისით , ისეთ წიგნს ან მოკლე მოთხრობას კითულობს, რომლის შინაარსიც ბავშვს ან ბავშვის ცხოვრებას ეხება და ისეთ სიტუაციებს აღწერს , რომელიც ახლოს დგას ამ ასაკის ბავშვების გამოცდილებასა და ყოველდღიურ ცხვორებასთან. შესწავლილი ბავშვების 41.3 % სწორედ ამ მოტივით ანიჭებდა წიგნებს უპირატესობას. 18.4% - თვის მომხიბლველი გახლდათ ზღაპრული შინაარსი, მაგრამ ორივე შემთხვევაში წამყვანი პირობა წიგნში მხიარული ეპიზოდების ან იუმორისტული სცენების არსებობა იყო. უზნაძე ამბობს: „ბავშვს ცრემლი და უბედურება არც წიგნში არ უყვარს, იგი მასში უსიამოვნო ნალექს ტოვებს და ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ წიგნი იმ წიგნთა რიგში მოაქციოს, რომელიც განსაკუთრებით არ მოსწონს“. (დიმიტრი უზნაძე „სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია“ გვ.46, გამომცემლბა „ნეკერი“ ).
            ასევე უზნაძე ხაზს უსვამს ერთ ფაქტორს - წიგნი, მასში არსებული ლექსიკა ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს.
             ნიშანდობლივია ისიც, რომ 8-9 წლის ბავშვები წიგნის დადებით მხარედ ილუსტრაციებსა და დიდ შრიფტსაც ასახელებენ.
             დიმიტრი უზნაძემ გამოარკვია, რომ ყველაზე დიდი ხალისით 8-9 წლის ბავშვი ლექსებს კითხულობს (80%). ზოგჯერ ლექსის შინაარსი შეიძლება გაუგებარი იყოს ბავშვისთვის, მაგრამ ის მაინც მეტი ხალისით კითხულობს მას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ასაკის ბავშვისთვის შინაარსზე მეტად ლექსის მეტრიკა და რითმიკა არის მოსაწონი, რასაც მოკლებულია პროზა.
             უზნაძის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ერთ-ერთი ინტერვენციის განხორციელების დროს, მოსწავლეებს შევთავაზე ქართული „საბავშვო პოეზიის ანთოლოგიიდან“ ლექსების წაკითხვა და დასწავლა. ლექსები დავყავი მცირე ნაწილებად. ორი კვირის შემდეგ თითოეულმა ბავშვმა ზეპირად იცოდა თავისი თანაკლასელის ლექსი. შემდეგ დავგეგმეთ შეხვედრა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინოსა და თეატრის მსახიობთან, ქ-ნ დარეჯან ხაჩიძესთან. მოსწავლეებმა ზეპირად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ქ-ნმა დარეჯანმა ბავშვებს მასტერკლასი აჩვენა - წაიკითხა როგორც საბავშვო ლექსები,  ასევე უფროსებისთვის-  შექსპირის სონეტები.
             რაც შეეხება ზღაპარს, მართალია მას 8-9 წლის ბავშვის კითხვის ბიუჯეტში (18%) თვალსაჩინო ადგილი უკავია, მაგრამ დამახასიათებელი იგი მხოლოდ 9-10 წლის ბავშვისთვის ხდება. ამ ასაკის ბავშვებს იგი იმიტომ მოსწონს, რომ ზღაპრული შინაარსისაა. დასაბუთებითი მაჩვენებელი ამ ასაკში 31.6 %-ს უდრის, მაშინ როდესაც შემდეგ ასკობრივ საფეხურზე სრულიად ეცემა.
 ამ მონაცემებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მოსწავლეებისათვის ერთ-ერთ ინტერვენციად შემეთავაზებინა ილუსტრირებული და დიდი შიფტით დაწერილი ზღაპრის წიგნები. ისინი დიდი ინტერესით კითხულობდნენ მათ. 21 აპრილს - წიგნის საერთაშორისო დღეს კი მოსწავლეებმა ერთმანეთს აჩუქეს პატარა მოცულობის ილუსტრირებული ზღაპრები, რომლებიც სიამოვნებით წაიკითხეს.
              დიმიტრი უზნაძემ გამოიკვლია  ასევე 11-12, 12-13, 13-14 წლის ასაკის ბავშვების ლიტერატურულიინტერესები.მისი კვლევის მიხედვით, ლიტერატურული ინტერესების განვითარება პირველ სასკოლო ასაკში იწყება და შემდეგაც გრძელდება. ხოლო ინტერესთა მსგავსიცვალებადობა ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებებით ახსნა.
              ჩემი აზრით, პედაგოგებმა, უფროსებმა, მშობლებმა ბავშვებს თავისი ასაკის ინტერესის მიხედვით უნდა მიაწოდონ საკითხავი მასალა, რათა არ ჩაკლან მასში მხატვრული ლიტერატურის კითხვის სურვილი.
            დიმიტრი უზნაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასკოლო ასაკის ბავშვის მეორე მიმართულების მხატვრულ შემოქმედების ფორმებს: მხატვრობას, მუსიკასა და ლიტერატურას, რომელიც ბავშვის ასაკში ქცევის ამ სამი სახით იჩენს თავს.
            სასკოლო ასაკის პირველ წლებში ბავშვებს ფერების სიმკვეთრე განსაკუთრებით აინტერესებთ. 11 წლიდან კი ბავშვის ხატვა უკვე ნამდვილი ხელოვნური შემოქმედების სახით ყალიბდება.
            სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორმა მიბიძგა იმისკენ, რომ მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, დამემზადებინა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით ილუსტრირებული ხელნაწერი წიგნები,  რომლებიც სხვადსხვა მასალით იქნებოდა შესრულებული. ამ საქმიანობაში მათ მშობლებიც დაეხმარებოდნენ.
            „გულში“ ყველა მღერის, მუსიკალურიც და არამუსიკალურიც“. - ამბობს დიმიტრი უზნაძე. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, მუსიკის მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებისათვის მესწავლებინა ის ლექსები, რომლებზედაცკომპოზიტორებმა სიმღერები შექმნეს. ეს სიმღერები მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით შეასრულეს მსახიობ დარეჯან ხაჩიძესთან  შეხვედრის დროს.
            მხატვრული შემოქმედების მესამე ფორმად დიმიტრი უზნაძე მეტყველების (ლიტერატურის) შემოქმედებას ასახელებს. ის ამბობს, რომ სასკოლო ასაკის ბავშვი საკმარისად კარგად ფლობს მეტყველების კონვენციონალურ ფორმას. მან ენა იცის, მაგრამ ესა თუ ის პირადი განცდა, აზრი ან წარმოდგენა კომპლექსური მთლიანი აქვს, რომელსაც ადეკვატური გარე განსახიერება ან ზუსტი გამოთქმა ესაჭიროება. საჭიროა ერთგვარი შემოქმედების უნარი მიზნის მისაღწევად. ზოგი უფრო მეტად არის ამ უნარით დაჯილდოებული, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხშირად განიცდის „შემოქმედებით ტანჯვას“ . სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, „მკითხველთა წრეზე“ ხშირად ვიყენებდი ისეთ მეთოდებს („ცხელი სკამი“, „მკითხველთა თეატრი“ ...) , რომლებიც ბავშვებს მეტ-ნაკლებად „შემოქმედებით ტანჯვას“ განაცდევინებდა.
ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ დიმიტრი უზნაძის „სასკოლო ასაკის ფსიქოლოგიისა“ და „განწყობის თეორიის“ განხილვამ, კვლევის პროცესში მისი მოსაზრებების გათვალისწინებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების აღმოფხვრის თვალსაზრისით. შეიცვალა და გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი და დამოკიდებულება წიგნის მიმართ, მათ გაუჩნდათ შინგანი მოტივაცია, რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი წაეკითხათ წიგნიერების დონის ასამაღლებლად. ამაში კი დიდი როლი ენიჭება დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიის“ მიხედვით დაგეგმილ აქტივობებსა და მეთოდებს, აგრეთვე, მის კვლევას მოსწავლეთა ლიტერატურული ინტერესების სფეროების გათვალისწინებით.

თავი IV

მეთოდოლოგია

4.1. საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები


ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები. მოცემულია კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა. წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევის ჯგუფის ჩამოყალიბებისა და მუშაობის ეტაპების შესახებ. ასევე განხილულია კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
საკვლევი საკითხი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:
მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების  აღმოსაფხვრელად დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორიის “გამოყენება.
ჩემი კვლევის მთავარი კითხვაა - რა არის დაწყებით საფეხურზე, კერძოდ , II კლასში მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები.
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დამ ეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა :
Ø    რამდენად აქვთ მოსწავლეებს განვითარებული ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევა?
Ø    აქვთ თუ არა მოსწავლეებს შესაბამისი ლექსიკური მარაგი?
Ø    რამდენად კარგად აქვთ მოსწავლეებს ჩამოყალიბებული გამართული კითხვის უნარ-ჩვევა?
Ø    რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს ტექსტის გაგება/გააზრება/მნიშვნელობის კონსტრუირება.
Ø    რამდენად სწორად ვურჩევთ მოსწავლეებს საკითხავ მასალას?
Ø    ჩართულია თუ არა მშობელი შვილისთვის წასაკითხი წიგნის შერჩევაში?
Ø    საუბრობენ თუ არა მოსწავლეები მშობლებთან წაკითხული ნაწარმოების ირგვლივ?
Ø    რამდენად აქვთ მოსწავლეებს განვითარებული შინაგანი მოტივაცია?
Ø    რამდენად შეესაბამება სკოლის ფიზიკური გარემო მოსწავლეებში სწავლის მიმართ განწყობის შექმნას?

4.2კვლევის დიზაინი


კვლევის სამიზნე ჯგუფი:
1.                  დაწყებითი კლასების მოსწავლეები .
2.                  დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები .
3.                  დაწყებითი კლასების კათედრის პედაგოგები.

4.3 კვლევის მეთოდები


კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვებისას გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები :
Ø    ფოკუსირებული დაკვირვება - ეს მეთოდი გამოვიყენე , რომ გამეგო , ფლობდნენ თუ არა მოსწავლეები ტექსტის შინაარსის გაგების /გააზრებისა და მნიშვნელობის კონსტრუირების უნარ-ჩვევას .
Ø    ანკეტირება-მივმართე ანკეტირებას .კითხვარები მომზადდა II კლასის  მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის .კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი გულწრფელად , ყოველგვარი მორიდების გარეშე პასუხობს.აქედან გამომდინარე ,მისი პასუხები შეიძლება ზუსტად და სანდოდ მივიჩნიოთ.
Ø    ფოკუს-ჯგუფი- აღნიშნულ მეთოდს მივმართე I-IV კლასის მასწავლებლებთან , შემდეგი ინფორმაციის მოსაპოვებლად :
·                     რამდენად კარგად აქვთ მოსწავლეებს ჩამოყალიბებული გამართული კითხვის უნარ-ჩვევა ?
·                     აქვთ თუ არა მოსწავლეებს განვითარებული შინაგანი მოტივაცია მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ ?
·                     აქვთ თუ არა მოსწავლეებს ასაკის შესაბამისი ლექსიკური მარაგი?
·                     რამდენად კარგად შეუძლიათ ტექსტის გაგება/გააზრება/კონსტრუირება ?
·                     რამდენად შეესაბამება სკოლის ფიზიკური გარემო მოსწავლეებში სწავლის მიმართ  განწყობის შექმნას ?
·                     რა ხერხებსა და მეთოდებს იყენებენ მასწავლებლები მოსწავლეებში განწყობისა და შინაგანი მოტივაციის შესაქმნელად?
Ø    ჩაღრმავებული ინტერვიუ- აღნიშნული მეთოდი გამოვიყენე  III- IV კლასისმოსწავლეებთან და მშობლებთან. შეხვედრას ესწრებოდა 24 მოსწავლე . თითოეული კლასიდან შეირჩა 4-4 მოსწავლე სხვადასხვა კითხვითი უნარის დონის მიხედვით (დაბალი, საშუალო და მაღალი).
ამის შემდეგ  წარიმართა ამ მოსწავლეების მშობლებთან ინტერვიუ .მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრის დროს ინტერვიუ იყო არასტრუქტურირებული- საუბრის პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე,  ვსვამდი შეკითხვებს .
ამ მეთოდის მიზანი იყო, გარკვეული ინფორმაცია მომეპოვებინა მოსწავლეებსა და მშობლებში  მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების მიზეზების შესახებ.




4.4.კვლევის ვადები


აქტივობა
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის შერჩევა

X






კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X






ფოკუსირებული დაკვირვება

X





ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრა (პედაგოგები)

X





გამოკითხვა /ანკეტირება


X




ინტერვიუ მოსწავლეებთან


X




ინტერვიუ მშობლებთან


X




მიღებული შედეგების ანალიზი


X




სავარაუდი ინტერვენციების განხილვა


X




ინტერვენციების განხორციელება


X
X
X
X
X
ინტერვენციების შედეგების ანალიზი






X
პრეზენტაცია დაწყებითი კლასების კათედრასთან






X


თავი V

კვლევის   შედეგები

5.1. მონაცემთა  ანალიზი

1. ფოკუსირებული     დაკვირვება
,,მკითხველთა წრეზე“ ფოკუსირებული დაკვირვების დროს გამოვიყენე მეთოდი ,,ორიენტირებული კითხვა“ . მოსწავლეთა გამოწვევის მიზნით გამოვიყენე აქტივობა: ,,ლექსიკური ერთეულებით ამბის შედგენა“, შევარჩიე აკაკი წერეთლის ლიტერატურული ზღაპრიდან(ნინო გორდელაძისა და თინათინ კუხიანიძის საავტრო წიგნი მეორეკლასელთათვის ,,ნამდვილი და გამოგონილი ამბები.“)ექვსი   სიტყვა, რომელიც ამოვკრიფე შეძლებისდაგვარად ზუსტი ვარაუდების მისანიშნებლად, მაგრამ ამავე დროს , არ ამჟღავნებდა ნაწარმოების საიდუმლოს. ეს სიტყვები ჩამოვწერე დაფაზე( მაგ.: ,,ქვეყანა“,  ,, არჩევნები“, ,,ტილი“, ,,რწყილი“, ,,ჩხუბი“, ,,შეთანხმდნენ“) და ვთხოვე მოსწავლეებს ამ სიტყვების გამოყენებით 5 წთ-ის განმავლობაში შეეთხზათ პატარა ამბავი და შეერჩიათ სათაური. მოსწავლეები წერდნენ ინდივიდუალურად, შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს , სურვილის მიხედვით გამოსულიყვნენ ,, საავტორო  სკამზე „ და მთელი კლასის წინაშე წაეკითხათ მათ მიერ შეთხზული ამბავი. ამის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი მითითება , რომ დღეს გამოიყენებდნენ  ,,ვარაუდების სქემას“ .
 პირველი კლასის მეორე სემესტრში ნარატიული ტექსტების გააზრებისა და სიღრმისეული დამუშავების დროს, კითხვის მიმართ მოტივაციის ამაღლების მიზნით ,ხშირად ვიყენებდი სხვადასხვა მეთოდს. მაგ. ,,ორიენტირებული მოსმენა და აზროვნება“. ეს მეთოდი ძირითადად მოსწავლის მიერ მოსმენილი და დამახსოვრებული ტექსტის ვარაუდებზეა აგებული. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გამოთქვან ვარაუდები ტექსტის სათაურთან დაკავშირებით , რაც იწერება სქემაში, რომელიც წინასწარ არის დახაზული და დაფაზე  გაკრული. ,,ვარაუდების სქემას „ მასწავლებელი ავსებს კითხვის პროცესის პარალელურად . ეს მეთოდი დამეხმარა , მოსწავლეები ადვილად გადამეყვანა შედარებით უფრო რთულ საფეხურზე-ვარაუდების სქემის დამოუკიდებლად შევსებაზე.
მოსწავლეებთან  ფოკუსირებული დაკვირვების დროს ,,ორიენტირებული კითხვის“მეთოდის გამოყენებისას მათ შევურჩიე უცხო ტექსტი,აკაკი წერეთლის ლიტერატურული ზღაპარი ,,კუდაბზიკეთი“.(იხ .დანართი № 1)დაფაზე დავხაზე ,,ვარაუდების სქემა “. (იხ .დანართი № 2)და ვთხოვე, გამოეთქვათ ვარაუდი, თუ რაზე იქნებოდა საუბარი ამ ტექსტში. შემდეგ ვთხოვე ცხრილის პირველი გრაფის შევსება: ,, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ?“ და  მეორე გრაფა :,,რატომ ფიქრობთ ასე?“ თითოეული პაუზისათვის გამოვუყავი 5 წთ .
            ამის შემდეგ  მოსწავლეებს ვთხოვეწაეკითხათ პირველი ნაწილი და შეევსოთ მესამე გრაფა : ,,სინამდვილეში რა მოხდა“ .
            მოსწავლეებს ვთხოვე გამოეთქვათ ახალი ვარაუდი, რა მოხდება შემდეგ ნაწილში? და რა მინიშნება აქვთ საამისოდ. ტექსტის მეორე ნაწილში განვითარებული მოვლენების შესახებ ახალი ვარაუდები პირველ და მეორე სვეტში შეიტანონ.
            ასე იმეორებენ მოსწავლეები მეორე და მესამე მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ.
            კითხვის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვები :
·                     რა გრძნობა დაგეუფლათ , როდესაც თქვენი ვარაუდი გამართლდა?( ან , პირიქით , არ გამართლდა?)
·                     რითჰგავს და რით განსხვავდება ნაწარმოები თქვენ მიერ შექმნილი თხზულებისაგან?
·                     რა არის ნაწარმოების დედააზრი?
·                     თქვენ რომ ავტორი იყოთ ,როგორ განაგრძობდით ნაწარმოებს?
ბოლოს, გამოვიყენე წერითი აქტივობა ,,გმირის რუკა“(იხ. დანართი №3)
მოსწავლეებს ვთხოვე გამოეყოთ ორი მთავარი გმირი და დაეხასიათებინათ
სქემის გამოყენებით .თითოეულ მოსწავლეს დავურიგე წინასწარ გამზადებული სქემა. ბოლოს მოსწავლეებმა ინდივიდუალურად წარადგინეს ნამუშევარი , რომელიც შევაფასე წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის გამოყენებით.(იხ. დანართი №4)
აქედან გამომდინარე,  დავადგინე :
დიაგრამა 1


მოსწავლეთა რაოდენობა
I
დაბალი
II
დამაკმაყოფილებელი
III
საშუალო
IV
მაღალი
25
4
9
8
4

დიაგრამა 2


მოსწავლეთა რაოდენობა
I
დაბალი
II
დამაკმაყოფილებელი
III
საშუალო
IV
მაღალი
25
4
12
5
4


დიაგრამა 3


მოსწავლეთა რაოდენობა
I
დაბალი
II
დამაკმაყოფილებელი
III
საშუალო
IV
მაღალი
25
4
11
6
4



დიაგრამა 4




მოსწავლეთა რაოდენობა
I
დაბალი
II
დამაკმაყოფილებელი
III
საშუალო
IV
მაღალი
25
4
12
5
4





მოსწავლეთა  შეფასების რუბრიკის ანალიზის  შედეგად გამოვლინდა , რომ მოსწავლეთა უმრავლესობამდამაკმაყოფილებელი შეფასება დაიმსახურა ტექსტის დამოუკიდებლად წაიკითხვა-გაგებაში. კითხვების დასმასა და ვარაუდების გამოთქმაში,  არგუმენტებით გამყარებაში, ნაწარმოების გმირის დახასათიასებასა და შეფასებაში. 
ჩემი აზრით, ეს მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია,  რაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ,  ხოლო საშუალო და დაბალი მაჩვენებელი გავზარდოთ.
ანკეტირება. მოსწავლეთა მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ მათ სერიოზული პრობლემა აქვთ ტექსტის გაგება - გააზრებასა და კონსტრუირებაში. აღმოჩენილი პრობლემის საფუძველზე საჭიროდ მივიჩნიე, რომ მოსწავლეებისა .(იხ. დანართი 5 )და მათი მშობლებისათვის (იხ. დანართი 6)შემედგინა კითხვარი და გამომეყენებინა კვლევის რაოდენობრივი მეთოდი-ანკეტირება, რომლის დახმარებითაც შევძლებდი ჩემ მიერ იდენტიფიცირებული  პრობლემის  გამყარებას.

მოსწავლეთა კითხვარის ანალიზმა აჩვენა შემდეგი შედეგები:



მოსწავლეთა კითხვარის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას არ უყვარს წიგნის კითხვა,  მაგრამ მოსწონს ილუსტრირებული, დიდი შრიფტითა და ზღაპრული შინაარსის მხატვრული ლიტერატურის დათვალიერება,  ნაწილს კი კომიქსები იზიდავს. ასევე მოსწავლეთა დიდი ნაწილი   უარს არ ამბობს კომპიუტერთან თამაშზე და უმეტეს შემთხვევაშიისე ერთვებიან ამ პროცესში, რომ თუ მშობელმა არ შეახსენა, ავიწყდებათ წიგნის წაკითხვა. ყველა მოსწავლეს არ აქვს წიგნის კუთხე,  ამიტომ მოსწავლეები და მშობლები უნდა დავაინტერესო,  რომ მათ მოაწყონ წიგნების კუთხე. მოსწავლეებს,  აგრეთვე,  მოსწონთ მშობლებთან კითხვა და წაკითხულის ირგვლივ  საუბარი. მონაცემთა ანალიზის თანახმად მოსწავლეთა უმრავლესობას გაკვეთილების მომზადებისას სჭირდება დახმარება. რაც შეეხება სკოლაში არსებული საინტერესო და სახალისო გარემოს არსებობას, მოსწავლეთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა და მოსაზრების გასამყარებლად საინტერესო არგუმენტები მოიყვანა.
მშობელთა  კითხვარის ანალიზმა აჩვენა შემდეგი შედეგები:



მშობელთა  კითხვარის ანალიზმა  ცხადყო, რომ მათ შვილებს არც ისე უყვართ კითხვა. ისინი თვლიან,რომ მასწავლებლის მიერ შერჩეული საკითხავი მასალა საინტერესოა, მაგრამ მოსწავლეები მცირე დროს უთმობენ კითხვაში ვარჯიშს. უმეტესობას სჭირდებათ გვერდით ჯდომა.
მონაცემთა ანალიზის მიხედვით,მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მეტ-ნაკლებად  არიან ჩართული შვილისთვის წიგნის შერჩევის საქმეში, ისინი ნაკლებად ერევიან მოსწავლის ეფექტურ მკითხველად ფორმირების პროცესებში, ცდილობენ მეტი დამოუკიდებლობა მისცენ შვილებს მხატვრული ლიტერატური კითხვისას. მშობელთა უმრავლესობა არ საუბრობს შვილთან წაკითხული ნაწარმოების ირგვლივ, შვილი კი ხშირ შემთხვევაში, ზერელედ კითხულობს ტექსტს,  რომ სწრაფად დაამთავროს კითხვა.  მშობლების უმრავლესობის თვალსაზრისით,სკოლის ფიზიკური გარემო შეესაბამება მოსწავლეებში სწავლის განწყობის შექმნას. მათ აღნიშნეს , რომ საკლასო ოთახი არის საკმაოდ დიდი და ნათელი, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობა. სკოლის კედლები სასიამოვნოდ გამოიყურება, წარმოდგენილია საინტერესო რესურსებით. 
3.ფოკუს-ჯგუფი
ფოკუს -ჯგუფთან შეხვედრამ(დაწყებითი კლასების
8 მასწავლებელი)ცხადყო, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას არ
აქვს  შინაგანი მოტივაცია, წაიკითხოს ასაკის შესაბამისი ლიტერატურა. პედაგოგებმა  გამოთქვეს აზრი, რომ აუცილებელია მშობლებსა და მასწავლებლებს შორის აქტიური თანამშრომლობა  წარიმართოს,  გაითვალისწინონ  მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება, ლიტერატურული  ინტერესის სფერო და ამ ფაქტორებზე დაყრდნობით შესთავაზონ მოსწავლეებს საკითხავი ლიტერატურა.
           პედაგოგების აზრით,  დაუშვებელია ზოგიერთი მშობლის მიერ მოსწავლის მიმართ დიდი მოცულობისა და რთული ლექსიკის წიგნების ძალდატანებით წაკითხვა , რომელსაც ზოგჯერ მშობელი ახორციელებს გარეგანი მოტივაციის გამოყენებით. მოსწავლეებს წასაკითხად მათთვის საინტერესო ჟანრის წიგნები უნდა შევთავაზოთ , რომ მათ კითხვის ხალისი და ინტერესი არ ჩაუქრეთ.
           პედაგოგთა აზრით, გამართული კითხვა , გაბმულად , გამომეტყველებით და სათანადო სიჩქარით კითხვას ნიშნავს. კითხვის ავტომატურ რეჟიმში გადასვლის შედეგად კი მოსწავლის ყურადღება ტექსტის მნიშვნელობის კონსტრუირებას ეთმობა. თუ მოსწავლე ვერ კითხულობსგამართულად,ეს ხელს უშლის ტექსტის გაგება- გააზრების პროცესს. სწორედ ამ პრობლემის გამოსასწორებლად თავიდანვე  უნდა წარიმართოს მუშაობა, რომ მოსწავლეებს ხელი არ შეეშალოთ გაგება-გააზრების ეტაპზე გადასვლაში.  ლექსიკური მარაგის სიმცირე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართუინტერესო დამოკიდებულების არსებობაზე.თუმოსწავლეს არ აქვს ასაკის შესაბამისი ლექსიკური მარაგი, მას, ცხადია, გაუჭირდება ტექსტის შინაარსის გაგება. ეს კი უკარგავს მოსწავლეს  წიგნის კითხვის მიმართშინაგან მოტივაციას.
           პედაგოგთა აზრით, მოსწავლე უნდა იმყოფებოდესისეთ სოციო -კულტურულ გარემოში, რომელიც მას დაეხმარება წერა-კითხვის უნარების განვითარებაში. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების არქონა მნიშვნელოვნად უშლის ხელს  ტექსტის გაგება-გააზრებასა და კონსტრუირებას.
           აღსანიშნავია ისიც, რომ 8-9 წლის  ბავშვები წიგნის დადებით მხარედ ილუსტრაციებსა და დიდ შრიფტსაც ასახელებენ. რა თქმა უნდა , ილუსტრირებული , პატარა მოცულობისა და ზღაპრული შინაარსის წიგნები მათთვის უფრო მეტად მიმზიდველი და საინტერესოა.
           პედაგოგებმა აღნიშნეს , რომ კითხვის ინტერესის გაღვივებასა და  ეფექტურ მკითხველად ჩამოყალიბების პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  სკოლაში ფიზიკური გარემოს შექმნა. სკოლის გარემომ  უნდა მისცეს მოსწავლეებს თვალსაჩინოებისა და რესურსების გამოყენებით სწავლის შესაძლებლობა. ეს ის საკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც  სტიმულს აძლევს აზროვნების , შემოქმედობითობის , ესთეტიკური გემოვნების განვითარებასა და  იდეების შემდგომ დახვეწას.
           ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრაზე მასწავლებლებმა ისაუბრეს იმ მეთოდებსა და ხერხებზე, რომლებსაც იყენებენ საგაკვეთილო პროცესში, სადამრიგებლო საათსა  და საწრეო მუშაობის დროს წიგნიერების განვითარებისათვის. ვისაუბრეთ კითხვის მონიტორინგის ფორმებსა და რუბრიკებზე.
           შეხვედრის დასასრულს, ყველა შევთანხმდით ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე: მიუხედავად იმისა, რომ  სკოლაში წიგნიერების განვითარებისათის ტარდება მრავალი საკლასო თუ სასკოლო ღონისძიება, კონკურსები( მაგ.: ,, საუკეთესო მკითხველი“, ,,საუკეთესო დეკლამატორი “, ,,ვიქტორინა“, ,,კალიგრაფიის კონკურსი“, ,,შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან „...) მაინც მეტი ძალისხმევა და თანამშრომლობაა საჭირო მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ ინტერესის აღსაძრავად.
4.ჩაღრმავებული   ინტერვიუ

III-IV კლასის მოსწავლეებთან ინტერვიუმ დამანახა , რომ მოსწავლეთა უმრავლესობას უფრო მოსწონს კომპიუტერული თამაშებით გართობა, მცირე ნაწილი კი თავისუფალ დროს სპორტითა და სხვა წრეებით არის დაკავებული (ცეკვა, მუსიკა ,ხატვა ...), ხოლო მოსწავლეთა ის რაოდენობა , რომლებიც მეტ-ნაკლებად კითხულობენ  წიგნებს ,მშობლებისაგან  სანაცლოდ  დანაპირებ ჯილდოს იღებენ. მოსწავლეებში აღმოჩნდა მცირე ჯგუფი, რომელსაც წიგნის კითხვა იმიტომ მოსწონს , რომ ეცნობა საინტერესო ამბებს, მხიარულ  ეპიზოდებსა და იუმორისტულ სცენებს, ხიბლავს ლამაზად გაფორმებული დიდი შრიფტით დამზადებული ილუსტრირებული წიგნები, რომლებიც მათ სიხარულსა და სიამოვნებას ანიჭებს.
აქედან გამომდინარე ,  დავასკვენი, რომ მოსწავლებს უნდა შევუქმნათ შესაბამისი  ფიზიკური გარემო და შევთავაზოთ კითხვის ისეთი ეფექტური მეთოდები, რომ მოსწავლემ შეძლოს კითხვის პროცესით სიამოვნების მიღება და დარწმუნდეს იმაში, რომ ,,კითხვა სასიამოვნო საქმიანობაა  და არა დამტანჯავი  და მოსაწყენი“ ( ჯიმ ტრელიზი , ,,ახალი სახელმძღვანელო ხმამაღალი კითხვისთვის “ წყარო : სატრენინგო საკითხავი მასალა  -წიგნიერების  კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე)
ინტერვიუმ მშობლებთან გამოავლინა შემდეგი გარემოებები :
1.               მოსწავლეები , რომელთაც წიგნის წასაკითხად შინაგანი მოტივაცია
ჰქონდათ, მათი მშობლები დაინტერესებულები იყვნენ წიგნების კითხვით , ჰქონდათ სახლში დიდი ბიბლიოთეკა, რომელსაც აქტიურდ იყენებდნენ, საუბრობდნენ სახლში წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ, შვილებთან ერთად დადიოდნენ წიგნების გმოფენა-გაყიდვაზე, არჩევდნენ  შვილის ასაკისთვის შესაბამის წიგნებს , კითხულობდნენ ერთად და საუბრობდნენ წაკითხული ნაწარმოების ირგვლივ. აგრეთვე, დადიოდნენ კინო-თეატრებში და ნანახი ფილმისა თუ სპექტაკლის შემდეგ კითხულობდნენ იმ წიგნებს , რომელთა მიხედვითაც გადაიღეს ფილმი ან დადგეს სპექტაკლი.
2.               მოსწავლეები , რომელთაც არ უყვარდათ კითხვა ან კიდევ , ზოგჯერ კითხულობდნენ გაარეგანი მოტივაციის გამო,მათი მშობლები დაკავებულნი იყვნენ სამსახურით, საოჯახო საქმიანობით. სამწუხაროდ ,მათ ნაკლები დრო რჩებოდათ შვილისთვის მეტი დრო დაეთმოთ სხვადასხვა აქტივობაში ჩასაბმელად. მიუხედავად ამისა , ისინი  ცდილობდნენ ,  ზოგჯერ მაინც გამოენახათ დრო,  წაეყვანათ წიგნის მაღაზიებში და ეყიდათ მათთვის წიგნები.

5.2 კვლევის  მიგნებები

მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø    მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის არქონა.
Ø    მშობლების მიერ ბავშვისთვის არასწორად შერჩეული მხატვრული ლიტერატურა (სიუჟეტი, მოცულობა, შრიფტი) .
Ø    მკითხველთა წრეზე ,,არასწორად შერჩეული სახელმძღვანელოს კითხვა“.
Ø    სკოლაში ნაკლებად მიმზიდველი პრაქტიკული  გარემოს  არსებობა.
Ø    განწყობის შესაქმნელად შესაბამისი ლიტერატურის არქონა .

5.3  შესაძლო    ინტერვენციები

კვლევის პროცესში ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე  , შევიმუშავე  სავარაუდი ინტერვენციის შვიდი ვარიანტი:
1. ,,მკითხველთა წრეზე“ საინტერესო მეთოდის „მკითხველთა თეატრი“ გამოყენება , რადგან მას თამაშის ფორმა აქვს .
 2. ილუსტრირებული ხელნაწერი წიგნების შექმნა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, რომლებშიც ჩაერთვებიან მოსწავლეები და მშობლები ,რომელთააქტიური მონაწილეობით შეიქმნება სკოლის ფიზიკური გარემო.
 3. 21 აპრილს- წიგნის საერთაშორისო დღეს სამახსოვროდ ერთმანეთისათვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული ადაპტირებული,ილუსტრირებული ზღაპრების წიგნების ჩუქება .
4. საკლასო ოთახში მოსწავლეთა განწყობის შესაქმნელად ფიზიკური გარემოს შექმნა---წიგნის თაროების კუთხეების მოწყობა.
5. სტუმრობა ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაშიბეჭდური საშუალებით მდიდარ გარემოში ყოფნის მიზნით.
6. მიხეილ თუმანიშვილის კინოსა და თეატრის მსახიობის - დარეჯან ხაჩიძის მოწვევა  სამეტყველო, სიტუაციური გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
7. სასწავლო ექსკურსია ყინწვისის მონასტერში. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ყინწვისის მონასტრის შესახებ საინფორმაციო ტექსტის დამუშავება გრაფიკული მაორგანიზებლის -,,მიზეზ-შედეგობრიობის სქემის“ გამოყენებით.

5.4 განხორციელებული  ინტერვენციები

1. ინტერვენცია
„მკითხველთა წრეზე“, სადამრიგებლოს საათსა და ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეთა ეფექტურ მკითხველად ფორმირებისთვის ვიყენებდი სხვადასხვა მეთოდს: „პაუზებით კითხვა“, „ორიენტირებული მოსმენა და აზროვნება“, „კითხვა და გაგება წყვილებში“, „სიტყვათა კლასიფიკაცია“, „კროსვორდების შევსება“, „ცოცხალი სურათები“, „პირამიდა“, „მკითხველთა თეატრი“, „ცხელი სკამი“...  ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი დამეხმარა თითოეული მოსწავლე, ისინიც კი ვისაც არ უყვარდა კითხვა, აქტიურად ჩამება კითხვის პროცესში და არაგანზრახ „მეიძულებინა“ ტექსტის რამდენჯერმე წაკითხვა მაშინაც კი, როცა უმეტესობა წიგნს/ტექსტს მხოლოდ ერთხელ კითხულობდა.  მაგ., „მკითხველთა თეატრი“ ბავშვების საყვარელ მეთოდად იქცა, ვინაიდან თამაშის ბევრ ელემენტს აერთიანებდა.
     მეთოდის თანახმად, შევარჩიე ძმები გრიმების ზღაპარი „ბრემენის მუსიკოსები“. ვინაიდან კლასში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა იყო, პერსონაჟები დავანაწევრე სამ-სამად, შესაბამისად ტექსტიც გავყავი, გავაცანი მეთოდი „მკითხველთა თეატრი“ და დავუსახე კვირის განმავლობაში მისაღწევი შედეგი. წავუკითხე ნაწარმოები ინტონაციისა და ჟესტიკულაციის გამოყენებით, რათა მათ ინტერესი აღძროდათ როგორც ნაწარმოების, ასევე მეთოდის მიმართ. ამის შემდეგ გადავუნაწილე ტექსტი.
     მუშაობის ფორმად ავირჩიე-ჯგუფური. განვუმარტე, რომ როლზე მუშაობისას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თანამშრომლობას და მეგობრულ შენიშვნას. დაჯგუფება განვახორციელე სხვანაირად: მთხრობელი მთხრობელთან, პერსონაჟები პერსონაჟებთან. ჯგუფური მუშაობის შემდეგ მოსწავლეები მუშაობდნენ დამოუკიდებლად, რათა ჩაღრმავებოდნენ შეცდომებს და გამოესწორებინათ.
     დრო მოსამზადებელი პერიოდისთვის იყო 2 კვირა. რეპეტიციებს ვუთმობდით სადამრიგებლო საათსა და ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის ბოლო 15 წუთს-კვირაში სამჯერ. ზღაპარზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეებს მოვასმენინე მსახიობ გიორგიგეგეჭკორის მიერ ძმები გრიმების ზღაპრის „ბრემენის მუსიკოსების“ აუდიოჩანაწერი. ვაჩვენე ამავე ზღაპრის მიხედვით შექმნილიმულტფილმი. შემდეგ კი მოვაწყვეთ განხილვა, გავაცანი შეფასების რუბრიკა (იხ.დანართი7).მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რა რეკვიზიტებს გამოიყენებდნენ სპექტაკლში. შემდეგ მივეცი კონკრეტული მითითებები. სტუმრებისთვის დავამზადეთ აფიშა. წარმოდგენაზე დავპატიჟეთ მშობლები, პედაგოგები და პარალელური კლასის მოსწავლეები.
     წარმოდგენის დროს მოსწავლეები მოძრაობდნენ სცენაზე, ასრულებდნენ ისეთ მოქმედებას, რომლებიც აღწერილი იყო ტექსტში. წარმოდგენის შემდეგ შევავსეთ შეფასების რუბრიკა. წარვმართეთ დისკუსია კითხვებზე:
·           რას გრძნობდით წარმოდგენისას ?
·           მოგეწონათ თუ არა თქვენი დღევანდელი გამოსვლა ? რატომ ?
·           რამ შეუწყო ხელი თქვენს წარმატებას ?
·           რას შეცვლიდით შემდეგი წარმოდგენისთვის ?
ეს მეთოდი მოსწავლეებს დაეხმარა მოტივაციის ამაღლებაში, განწყობის შექმნასა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაში.
2 ინტერვენცია
როგორც მოგეხსენებათ, პატარებს ძალიან უყვართ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კითხვა. ამიტომ 14 აპრილს, „დედაენის დღეს“ წარმოვადგინეთ მისი მოთხრობების ილუსტრირებული, ხელნაწერი წიგნები.მოსწავლეებმა ზოგიერთი მოთხრობა  ინსცენირებისა და პანტომიმის სახით აჩვენა მაყურებელს.
      მოსწავლეებმა საოცარი ოსტატობითა და ფანტაზიით შეასრულეს ნამუშევრები. ილუსტრირებული წიგნები დამზადებული იყო სხვადასხვა მასალისგან.
      თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მოსწავლე და მშობელი აქტიურად ჩაება ამ სამუშაოში და ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე შეიქმნა საბავშვო მოთხრობების ილუსტრირებული ხელნაწერი წიგნები, რომლებიც შემდეგ მოსწავლეთა და მშობელთა დახმარებით გამოიფინა სკოლის დერეფანში. ამან ხელი შეუწყო სკოლის ფიზიკური გარემოს გალამაზებას.
     ღონისძიებას მონიტორინგს უწევდა სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი, მშობელთა კომიტეტის წარმომადგენელი და დაწყებითი კლასების კათედრის გამგე. მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები და თითოეულ მოსწავლეს სიგელი გადასცეს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის.

3 ინტერვენცია

მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად, 21 აპრილს-წიგნის საერთაშორისო დღეს, ჩავატარეთ შემდეგი ღონისძიება: მოსწავლეებმა ერთმანეთს სამახსოვროდ აჩუქეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ადაპტირებული, ილუსტრირებული ზღაპრები. ამ ღონისძიებაშიც აქტიურად ჩაებნენ მშობლები. მათ წიგნის მაღაზიაში „ბიბლუსი“ შეარჩიეს 14 სხვადასხვა დასახელების ზღაპარი და მოიტანეს ამ ღონისძიებაზე. მეორე დღიდან მოსწავლეებმა საოცარი ენთუზიაზმით დაიწყეს კითხვა. ისინი შესვენებაზეც კი კითხულობდნენ იმ მიზნით, რომ სწრაფად გაეცვალათ ერთმანეთისთვის წიგნები.
             „მკითხველთა წრეზე“ ვაწყობდით დისკუსიას ამა თუ იმ წიგნის შესახებ. მოსწავლეები მსჯელობდნენ, მოჰყავდათ პირადი გამოცდილების მაგალითები. ბოლოს ჩავატარეთ ვიქტორინა. მოვიწვიეთ რამდენიმე პედაგოგი და პარალელური კლასის მოსწავლეები, რათა მათაც გასჩენოდათ მსგავსი ღონისძიების ჩატარების სურვილი. მოსწავლეებმა თავიანთი წიგნები ათხოვეს მათ წასაკითხად.
ამ ინტერვენციის დროს მოსწავლეებზე დაკვირვებამ მაჩვენა, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს აუმაღლდა განწყობა, გაუჩნდათ შინაგანი მოტივაცია. ისინი ცდილობდნენ მცირე დროში რაც შეიძლება მეტი ზღაპარი წაეკითხათ.
4.ინტერვენცია

მეოთხე ინტერვენეცია, რომელიც განვახორციელე ითვალისწინებდა სკოლის ფიზიკური გარემოს შეცვლას. გარემო, სადაც სწავლა მიმდინარეობს,  უაღრესად მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლებისათვის. სკოლაში ისე უნდა განთავსდეს რესურსები, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცეთ სწავლისა და ერთად ქმედების საშუალება. სკოლის შენობა უნდა წარმოადგენდეს რესურსბანკს, სადაც სათავსოები იქნება რესურსების ორგანიზებისათვის. ამ გარემოების გათვალისწინებით სკოლის დირექტორმა, რომელიც ამავე დროს ერთ- ერთი მეორეკლასელის მშობელიც არის, დაამზადა საკუთარი ძალებით (მეუღლისა და ძმის დახმარებით) წიგნის თაროები, რომლებზეც განვათავსეთ მოსწავლეების მიერ მოტანილი მხატვრული ლიტერატურა. ისინი არჩევდნენ, თუ რომელი ნაწარმოები უნდა წაეკითხათ სადამრიგებლო საათზე, „მკითხველთა წრეზე“.
            მოსწავლეებმა წიგნების თაროდან ამოარჩიეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან ადაპტირებული  ქართული ხალხური ზღაპარი“ამირანი“.
Pirls-ის საერთაშორის კვლევებმა ცხადყო,რომმოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირთ ტექსტის გაგება-გააზრება და ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე ინფორმაციის გაანალიზება. ამ პრობლემის გასაუმჯობესებლად  გამოვიყენე მეთოდი „კითხვა და გაგება წყვილებში“, რომელიც კითხვების დასმასა და წაკითხულის შეჯამებას ეფუძნება. იგი ფოკუსირებულია ტექსტის გააზრების პროცესებზე. მეთოდის განხორციელების პირველ ეტაპზე მოსწავლეები დავაწყვილე , შემდეგ დავურიგე აბზაცებად დანომრილი ტექსტი (წიგნი ყველამ შეიძინა) . მოსწავლემ ხმამაღლა წაიკითხა ტექსტის პირველი აბზაცი და შემდეგ ხმამაღლა ფიქრის აქტივობის გამოყენებით შეაჯამა წაკითხული. ამის შემდეგ მეორე მოსწავლემ დასვა იმავე აბზაცთან დაკავშირებული ორი შეკითხვა, მოსწავლეებმა უპასუხეს. როდესაც მათ მუშაობა დაასრულეს, რამდენიმე მოსწავლემ მთელ კლასს  გაუზიარა საკუთარი ვარიანტი. შემდეგ წყვილების სხვა წევრებმადასვეს კითხვები წაკითხული აბზაცის გარშემო და მათაც კლასს წარუდგინეს საკუთარივარიანტები. მოსწავლეებმაშეცვალესროლები თითოეული აბზაცის წაკითხვის შემდეგ. ისინი ერთმანეთს დაეხმარნენ ტექსტის გააზრების პროცესში და  არაერთხელ მიუბრუნდნენტექსტს.  ამ მეთოდის მიზანია,მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა და სხვადასხვა სირთულის კითხვის დასმა. ტექსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, შეკითხვების დასმის მეშვეობით შევაჯამეთ ჩატარებული სამუშაო.
        მეთოდი „კითხვა და გაგება წყვილებში“ ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, ინფორმაციის დახარისხებას, მსგავსება-განსხვავებების დაძებნისა და გააზრების უნარს. აგრეთვე, ეხმარება მოსწავლეს სოციალური უნარების გამომუშავებაში.
5. ინტერვენცია
მეხუთე ინტერვენცია, მოსაწვლეებში კითხვისა და წერის უნარების განვითარებისათვის, სოციო-კულტურულ კონტექსტს ეხება.
 როგორც მოგეხსენებათ, ბავშვები წერისა და კითხვის უნარებს ივითარებენ შესაბამის სოციალურ სიტუაციაში. მაშინაც, როდესაც ურთიერთობენ მშობლებთან მასწავლებლებსა და და-ძმებთან. მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს წიგნიერების განვითარებაში ეხმარებიან შესაბამისი გარემოს შექმნით, კერძოდ:
1.ბეჭდური საშუალებებით მდიდარი გარემო
·                     უფროსები, რომლებიც თავად კითხულობენ (და ამის შემსწრე არის ბავშვი) ;
·                     უფროსის მიერ ხმამაღალი კითხვა სხვებისათვის;
·                     მდიდარი, ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკის არსებობა;
·                     შესაძლებლობის არსებობა, რომ ბავშვმა გაიგოს სიტყვების მნიშვნელობა;
·                     შესაძლებლობა, მიიღოს პასუხები დასმულ შეკითხვებზე.
2. ზეპირი სამეტყველო სიტუაციებით მდიდარი გარემო
·                     უფროსების საუბრის მოდელები;
·                     უფროსები, რომლებიც უსმენენ ბავშვებს;
·                     ლექსიკური მარაგის გამდიდრების შესაძლებლობა;
·                     სიტყვების მნიშვნელობის გაგებასთან წვდომა.
3. მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
·                     თამაშები;
·                     ექსკურსიები.
ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ბეჭდური საშუალებებით მდიდარი გარემოს შესაქმნელად, მშობლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად სტუმრად წავედით  ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში, რომელიც დიღმის მასივში მდებარეობს. ჩვენი სტუმრობა მათთვის მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან ამის შესახებ წინასწარ არ მიცნობებია. ბიბლიოთეკაში პირველად შეგვიყვანეს „ზღაპრების ოთახში“, სადაც კედლები სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟებით იყო მოხატული. ბიბლიოთეკარმა გვესაუბრა ზღაპრების ოთახის დანიშნულებასა და წიგნების კითხვის აუცილებლობაზე ცოდნისა და გამოცდილების მიღების თვალსაზრისით.მან მოსწავლეებს დაუსვა შეკითხვები მათ მიერ წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ. მოსწავლეებმაც საინტერესო შეკითხვებით მიმართეს მას. შემდეგ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა შეგვიყვანა სამკითხველო დარბაზში და მოსწავლეებს აუხსნა იქ მუშაობის წესები, გააცნო წიგნის მახასიათებლები (მაგ., წიგნს აქვს ყდა და სათაური, ჰყავს ავტორი, ქართულენოვანი ტექსტი იწერება და იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ ... ).  მოსწავლეებმა წაიკითხეს ლადო ასათიანის ლექსი „სალაღობო“ და აგრეთვე, სხვა მწერალებისა და პოეტების მიერ შექმნილი ლექსები.
ბოლოს, მოსწავლეებმა, მშობლემა და პედაგოგებმა ბიბლიოთეკიდან გამოიტანეს წიგნები, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში უნდა წაეკითხათ. გატანილი წიგნების წაკითხვაზე მონიტორინგი დამეკისრა მე. ორი კვირის შემდეგ მოვაწყვეთ სკოლაში მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების შეხვედრა. მოვიწვიეთ ჟიური (სკოლის ბიბლიოთეკარი, ერთი პედაგოგი და ერთი მშობელი). ჟიურიმ დააწესა მხატვრული ნაწარმოების გაცნობისათვის ორწუთიანი რეგლამენტი. შეხვედრის ყველა მონაწილემ დაიცვა განსაზღვრული დრო და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინა წაკითხული ნაწარმოები. უფროსებმა ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები.

  
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
 

   
აღნიშნულმა ინტერვენციამ მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია და დადებითად განაწყო მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ.
6. ინტერვენცია
მოსწავლეებში ზეპირი სამეტყველო სიტუაციებით მდიდარი გარემოს შექმნისათვის, გამოვიყენე მსახიობის საუბრის მოდელი. ამისათვის სკოლაში ჩავატარე შემოქმედებითი საღამო „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, რომელზეც სტუმრად მოვიწვიე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინოსა და თეატრის მსახიობი,  დარეჯან ხაჩიძე. პოეზიის საღამოზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები „ქართული საბავშვო ანთოლოგიიდან“. შეასრულეს სხვადასხვა პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
        ვინაიდან პოეზიის საღამოს ესწრებოდა სხვადასხვა თაობის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები,  ქ-ნმა დარეჯანმა წაიკითხა როგორც საბავშვო, ასევე უფროსი ასაკის მსმენელთათვის ლექსები, შექსპირის სონეტები... პატარებმა მსახიობთან ერთად სტროფების გადანაწილებით წაიკითხეს ქართველიპოეტების ლექსები. მოსწავლეებმა შეკითხვები დაუსვეს მსახიობს.
       პოეზიის საღამომ თბილი და დადებითი ემოციები წარმოშვა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის. როგორც მათ აღნიშნეს, ეს შეხვედრა არასოდეს დაავიწყდებათ.

7 . ინტერვენცია
        როგორც აღვნიშნე, ბავშვებში წერისა და კითხვის უნარების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციო-კულტურულ სიტუაციაზე, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ უფროსების, მასწავლებლებისა და თანატოლების ერთმანეთთან ურთიერთობას.
        აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა, მოსწავლეებს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებას. ეს კი მნიშვნელოვანი ეტაპია წიგნიერების განვითარების თვალსაზრისით. დიმიტრი უზნაძის თანახმად, თამაშს, სწავლის გვერდით, პირველ წლებში მაინც, კვლავ თვალსაჩინო ადგილი უჭირავს.
        ამ მიზნით, 8 ივნისს სასაწავლო ექსკურსია მოვაწყვეთ ყინწვისის მონასტერში. წინასწარ დავსახეთ ექსკურსიის მიზანი:
·                     ყინწვისის მონასტრის დათვალიერება და მისი შექმნის ისტორიის გაგება;
·                     სხვადსახვა თამაშისა და შეჯიბრის ჩატარება.
  ყინწვისის მონასტერში ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მოკლედ გვესაუბრა ტაძრის ისტორიის შესახებ. დავათვალიერეთ უნიკალური საღებავებით შექმნილი ფრესკები, რომლებიც დღესაც არ კარგავენ თავის მნიშვნელობასა და სიდიადეს.
    ამის შემდეგ, გაიმართა სხვადასხვა თამაში  და შეჯიბრი, რომელშიც აქტიურად ჩაებნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები და პედაგოგები. დღემ მხიარულად ჩაიარა და ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდით თბილისში.
    ორშაბათს მოსწავლეები შევიყვანე ინფორმატიკის კაბინეტში.მათკომპიუტერის გამოყენებით მოიძიეს და დაამუშავეს საინფორმაციო ტექსტი ყინწვისის მონასტრის შესახებ. შემდეგ კი გრაფიკული მაორგანიზებლის- „მიზეზ-შედეგობრიობის“ მეთოდის გამოყენებით ერთად შევავსეთ სქემა. მოსწავლეებმა დაადგინეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აღწერილ მოვლენებს შორის. გრაფიკული მაორგანიზებლის შევსების შემდეგ მოსწავლეებმა რვეულებში გადაიტანეს სქემაში მოკლედ ასახული ინფორმაცია, წინადადებების სახით, სათანადო კავშირებისა და კონსტრუქციების გმოყენებით.
ამ მეთოდის გამოყენებამხელი შეუწყო მოსწავლეებში ინფორმაციის გაანალიზების, დახარისხებისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. კომპიუტერის საშუალებით ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ციფრული  წიგნიერების განვითარების გზაზე.
Text Box: მიზეზი:მიზეზ-შედეგობრივი გრაფიკული მაორგანიზებელი




5.5. ინტერვენციების   ანალიზი

            ამ ინტერვენციების განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ შინაგანი მოტივაცია , რომ მეტი მხატვრული ლიტერატურა შეეძინათ წიგნის მაღაზიებში, გამოეტანათ წიგნები ბიბლიოთეკიდან ზაფხულის არდადეგებზე წასაკითხად.
იმისათვის ,რომ დამედგინა, რამდენად გაუმჯობესდა მოსწავლეებში კითხვის მიმრთ ინტერესის გაღვივება, ტექსტში გადმოცემული აზრის გაგება-გააზრება და მნიშვნელობის კონსტრუირება, ხელახლა ჩავატარეკითხვის მონიტორინგი ,,ვარაუდების სქემის“ გამოყენებით.(იხ. დანართი 2 )საკითხავი ტექსტი შევარჩიე ნინო გორდელაძისა და თინათინ კუხიანიძის მიერ მესამეკლასელთათვისშექმნილი სახელმძღვანელოდან ,,ნამდვილი და მოგონილი ამბები“( საკითხავი და სავარჯიშოები ,,კითხვის საათისათვის “ ) . ეს იყო ეზოპეს  იგავ-არაკი ,,კურდღელი და კუ“ .( იხ. დანართი 8)წაკითხული ტექსტი შევაფასე იმავე  შეფასების რუბრიკის გამოყენებით, როგორც კვლევის დასაწყისში . ( იხ. დანართი4)
შედეგი საკმაოდ გაუმჯობესებული აღმოჩნდა . (ამ დროისათვის მოსწავლეთა რაოდენობა იყო 25)



            







მოსწავლის  განმეორებითი გამოკითხვის მონაცემების  ანალიზი,მათში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივების თვალსაზრისით.
მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესის აღძვრის მონაცემების  საბოლოო შედეგების დასადგენად განმეორებით გამოვიყენე მეთოდი ანკეტირება. . ( იხ. დანართი  9)


მოსწავლეთა შემაჯამებელი კითხვარის ანალიზმა აჩვენა აშკარად გაუმჯობესებული შედეგები.
კვლევის ბოლოს განხორციელდა მშობლების განმეორებითი გამოკითხვა ანკეტირების საშუალებით.(იხ.დანართი 10)


მშობელთა განმეორებითი გამოკითხვის მონაცემების  ანალიზმა ცხადყო, რომ  მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ისინი აქტიურად ჩაებნენ  თავიანთი შვილების წიგნიერების კომპენტენციის განვითარებაში.

5.6.ნაკლოვანებები
          ჩემი პედაგოგიური კვლევის ფარგლებში საკვლევი საკითხის გაანალიზება და პრობლემის იდენტიფიცირება სწორად მოხდა . მონაცემთა საბოლოო ანალიზმა მაჩვენა , რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს შეუძლია ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება  და კონსტრუირება , ხოლო მცირე ნაწილს ეს უნარი ისევ გასაუმჯობესებელი აქვს . ასევე უმრავლესობას აუმაღლდა შინაგანი მოტივაცია  მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ, რამდენიმე მოსწავლეს კი ეს ისევ არაქვს სათანადოდ ჩამოყალიბებული, რაც გამოწვეულია გამართული კითხვის ტექნიკის არქონით.ამიტომ მიზნად დავისახე, მომავალ სასწავლო წელს მათი კითხვის უნარი გავხადო ავტომატიზებული.ეს დაეხმარება მათ ტექსტის შინაარსის უკეთესად გაგება-გააზრებაში.
საბოლოო მონაცემთა ანალიზმა მაჩვენა, რომ მშობელთა გარკვეული ნაწილი კვლავ ნაკლებად  არის ჩართულიმოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებისსაქმეში. ამიტომ მიზნად დავისახე, მომავალ წელს ეს მაჩვენებლები მინიმუმამდე დავიყვანო და მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ  ინტერესი  იმ მოსწავლეებშიც გავზარდო, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია.
            ვფიქრობ, მრავალფეროვანი მეთოდებითა და ხერხებით, მამოტივირებელი აქტივობებით ისევ უნდა განვაგრძო მოსწავლეებთან მუშაობა ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად .

თავი VI

რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება

6.1 .რეკომენდაციები

რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა :
Ø    სკოლაში შეიქმნას მოსწავლეებისათვის  ხალისიანი და საინტერესო სასწავლო გარემო.
Ø    შეთანხმდეს სკოლის კოლექტივი იმაზე, რომ ერთგუნდად იმუშაოს და თავი მოუყაროს მთელ თავის გამოცდილებას, უნარ-ჩვევებსა და ძლიერ მხარეებს, რათა დაეხმაროს მოსწავლეებს წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაში.
Ø    ვასწავლოთ მოსწავლეებს გარემოს ორგანიზება და მისი გაუმჯობესება, რათა ბავშვში აღვძრათ კვლევის სურვილი და შევუქმნათ მას სწავლისათვის ამაღლებული, მიმზიდველი პრაქტიკული გარემო.
Ø    შევქმნათ სკოლაში მასტიმულირებელი და წამახალისებელი რესურსები,  დასვენებისა და თამაშისათვის საჭირო პირობები , რათა მათ შეექმნათ განწყობა წიგნის წასაკითხად .
Ø    ჩავრთოთ მშობლები სხვადასხვა ღონისძიებაში, რათა ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ მოსწავლის ეფექტურ მკითხველად ფორმირება.
Ø    გავააქტიუროთ მშობლები მოსწავლეთა დროის მენეჯმენტის დაცვასა და კომპიუტერული თამაშების მონიტორინგის წარმოებასთან დაკავშირებით.
Ø    მასწავლებლებმა დავგეგმოთ საინტერესო ღონისძიებები მოსწავლეებში კითხვის შინაგანი მოტივაციის გასაზრდელად.
Ø    დავეხმაროთ მოსწავლეებსა და მშობლებს წასაკითხი მხატვრული ლიტერატურის  სწორად შერჩევაში.
Ø    მოსწავლეებს მივცეთ წიგნის შერჩევის თავისუფალი არჩევანი .
Ø    შევთავაზოთ მოსწავლეებსა და მშობლებს მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ წიგნის წაკითხვის პროცესში( მორიგეობით წაიკითხოს მასწავლებელმა, მოსწავლემ და მშობელმა), შემდეგ კი სკოლაში გამართულ ,,ვიქტორინაში“ მიიღონ მონაწილეობა. დავგეგმოთ შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან , მწერლებთან, პოეტებთან აზრის გაზიარებისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით .

6.2 ინტერვენციების  შეფასება


 შეფასების მიზანს წარმოადგენს  , გამეგო :
Ø    რამდენად განუვითარებს მოსწავლეს დაგეგმილი აქტივობები შინაგან მოტივაციას?
Ø    რამდენად დაეხმარება მოსწავლეს შემუშავებული მეთოდები და ხერხები ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრებასა და კონსტრუირებაში?
Ø    იქონიებს თუ არა გავლენას მიმზიდველი და პრაქტიკული გარემოს შექმნა მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივებაზე?
Ø    დაეხმარება თუ არა მოსწავლეს მშობლის ჩართულობა მხატვრული ლიტერატურის შერჩევაში?
Ø    უბიძგებს თუ არა მოსწავლეს ,,განწყობის თეორია “ მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივებაში?
Ø    რამდენად გაუზრდის მოსწავლეს შინაგან მოტივაციას ჩემ მიერ შერჩეული ილუსტრირებული და დიდი შრიფტით დამზადებული წიგნები?
მოსწავლეებში  ტექსტის გაგება-გააზრებისა და კონსტრუირების მაჩვენებლის შესამოწმებლად ხელახლა ჩავატარე კითხვის მონიტორინგი, გამოვიყენე ,,ვარაუდების სქემა“ და  წაკითხული ტექსტის ,, შეფასების  რუბრიკა“. ამჯერად, გამოვიყენე მე -3 კლასელთათვის შერჩული  ეზოპეს იგავ-არაკი ,,კურდღელი და კუ“, წიგნიდან ,,ნამდვილი და მოგონილი ამბები“.(ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე). შედეგი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა შეძლო ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა და შინაარსის გაგება, დასვა კითხვები ტექსტის უკეთ გასააზრებლად, მოიყვანა შესაბამისი არგუმენტები, დაახასიათა გმირი და შეაფასა მისი საქციელი. . ყველა დონის მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ტექსტის დამუშავებაში.
            ვფიქრობ, დასახულ მიზნს მივაღწიე.  მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ტექსტის გაგება -გააზრებისა და კონსტრუირების უნარ-ჩვევა, რამაც ხელი შეუწყო მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ჩემ მიერ დაგეგმილმა ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო. კითხვის პროცესში ვაკვირდებოდი თითოეული ბავშვის მონდომებასა და ძალისხმევას, დროის რეგლამენტს , რამდენად სწრაფად შეძლებდნენ ისინი ტექსტის გაგება -გააზრებასა და შინაარსის კონსტრუირებას.
            დაკვირვებამ, მოსწავლეთა და მშობელთა ბოლო მონაცემთა ანალიზმა მაჩვენა , რომ შედეგი აშკარად გაუმჯობესდა.  მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა  შეძლო ტექსტის შინაარსის გაგება , ვარაუდების გამოთქმა , ნაწარმოების გმირის დახასიათება და შეფასება. გაუჩნდა მხატვრული  კითხვის მიმართ შინაგანი მოტივაცია . მშობლებმა ერთპიროვნულად განაცხადეს, რომ განხორციელებული ინტერვენციები საინტერესო და სახალისო იყო არა მარტო მოსწავლეთათვის, არამედ მათთვისაც. მშობლებმა შვილებთან ერთად დაიწყეს წიგნების კითხვა, ერთმანეთში გაცვლა და წაკითხულის ირგვლივ საუბარი. ისინი უკვე ერთად მიდიოდნენ ბიბლიოთეკაში და  ირჩევდნენ ლიტერატურას ზაფხულის არდადეგებზე წასაკითხად.

თავი VII

დასკვნა


II კლასში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა,რომ მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ  უინტერესო დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზებია:
Ø    მოსწავლეებში მოტივაციის არქონა.
Ø    მშობლების მიერ შვილებისთვის დიდი მოცულობისა და მათი ასაკისთვის შეუსაბამო მხატვრული ლიტერატურის შერჩევა.
Ø    სკოლაში არასაკმარისი რესურსებისა და მოსწავლეებში განწყობის შესაქმნელად შესაბამისი ფიზიკური გარემოს არარსებობა.
Ø    ,,მკითხველთა წრეზე“ შედარებით პატარა შრიფტით შეთავაზებული ბელა სარიას ,,კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის“ გამოყენება (მათთვის ისევ სასკოლო სახელმძღვანელოს ტიპის მსგავსი წიგნის შეთავაზება უინტერესო აღმოჩნდა).
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, განხორციელდა მრავალფეროვანი მეთოდები. როგორც მოსწავლეებსა და მშობლებთან ჩატარებულმა  კითხვარის საბოლოო ანალიზმა მაჩვენა ინტერვენციები სასარგებლო და შედეგიანი აღმოჩნდა .
ვფიქრობ, კვლევა აქტუალური იქნება  და გამოადგებათ მსგავსი პრობლემების წინაშე მდგარ პედაგოგებსა და მშობლებს .
პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ  დაწყებითი კლასების კათედრაზე , რომელსაც ესწრებოდნენ საშუალო და მაღალი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, წარვადგინე ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა .
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ახალი საკვლევი პრობლემა. კერძოდ, მეხუთეკლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა აღნიშნა:
-         რატომ აღარ აქტიურობენ მოსწავლეები, შესაბამისად მშობლები, მე-4 კლასის დამთავრების შემდეგ?






გამოყენებულილი   ტერატურა


1.                  დოლიძე, თ. 2018. წიგნიერების გაკვეთილები, http://mastsavlebeli.ge/?p=11201 (10.08.2018)
2.                  ელბაქიძე, ნ. 2013. ჩვენ და ჩვენი წიგნიერება,http://mastsavlebeli.ge/?p=2360 (23.05.2013)
3.                  პაპავა, პ. ნაცვლიშვილი, ნ. მახარობლიძე, ნ. მახარობლიძე, ქ. ფიცხელაური, ქ.  კითხვის  ეფექტური მეთოდები. 2011.
4.                   პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა,  წარმართვა და შეფასება.  მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2016.
5.                  სატრენინგო მასალა- მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები, მოდული 1,სატრენინგო მასალა- „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“. მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2018.
6.                  სატრენინგო მასალა- „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისათვის“, მოდული 3. მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2019.
7.                  სატრენინგო მასალა- საკითხავი მასალა - წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათი. მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
8.                  უზნაძე,დ. „სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია,“ გამომცემლობა „ნეკერი.“  1998.
9.                  წიგნიერების დონე საქართველოში -გამოწვევები და პრობლემები-http://qronikaplus.ge/?p=16144 (01.07.2018)
10.              PIRLS–ის (Progress in International Reading Literacy Study) კვლევის შედეგები.


დანართები


                                                                                                                            დანართი 1
თხრობითი ტექსტის გაგება-გააზრება, კონსტრუირება
კუდაბზიკეთი
     ძველ დროს არსებობდა ერთი ქვეყანა-კუდაბზიკეთი. ოდესღაც ის სახელგანთქმული ქვეყანა იყო. მერე თანდათან დაეცა. ბოლოს აქაურები ნაცარქექიობის მეტს ვერაფერს ახერხებდნენ. ჰოდა, მათ დასამარცხებლად რაღა საჭირო იყო ლომი და ვეშაპი?! კუდაბზიკელებს ჭიაღუაც კი დიდი რამე ეგონათ!
     დადგა დრო და კუდაბზიკეთში არჩევანზე მიდგა საქმე. ორად გაიყვნენ.  სათაყვანებელი კანდიდატები მწერებიდან შეარჩიეს: ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა, მეორემ-რწყილი. ვერ შეთანხმდნენ. მოუვიდათ ჩხუბი. დაერივნენ ერთმანეთს... ბოლოს, როგორც იქნა, არჩევნებს მორჩნენ და ძველებურად დაეყარნენ კერის ძირში. არაფერი აინტერესებდათ.
     ალბათ, სამი წლის შემდეგ, არჩევნების დროს, საბრალო კუდაბზიკელები ისევ გამოაჭყეტდნენ თვალებს...
აკაკი წერეთელი







დანართი 2
ვარაუდების სქემა

როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ?
რატომ ფიქრობთ ასე?
სინამდვილეში რა მოხდა?
სათაურის წაკითხვის შემდეგ



I მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ



II მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ



III  მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ




  


დანართი 3

გმირის რუკა



Text Box: I გმირი

დანართი 4

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები/დონეები
       I
დაბალი
                 II დამაკმაყოფილებელი
      III
საშუალო
     IV
მაღალი
დამოუკიდებლად კითხულობს ტექსტს და იგებს მის შინაარსს




სვამს კითხვებს ინფორმაციის უკეთ გასააზრებლად




გამოთქვამს ვარაუდს  და ამყარებს  არგუმენტით




ახასიათებს  ნაწარმოების გმირს და აფასებს მის საქციელს











დანართი 5
 ანკეტა IIკლასის მოსწავლეებისათვის
     მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ,,მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად დიმიტრი უზნაძის -განწყობის თეორიის როლი“
    თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.                  გიყვარს თუ არა წიგნების კითხვა?
v    კი
v    საშუალოდ
v    არა
2.                  ვისთან ერთად გიყვარს წიგნის კითხვა?
v    უფროსებთან ერთად
v    ბავშვებთან ერთად
v    დამოუკიდებლად
3.                  გაქვს თუ არა სახლში შენი წიგნების კუთხე?
v    კი
v    არა
4.                  უყვები თუ არა მშობლებს წაკითხული წიგნების შესახებ?
v    კი
v    არა
5.                  როგორი წიგნები მოგწონს:
v    ზღაპრები ილუსტრაციებით, დიდი ასოებით
v    პატარა მოცულობის მოთხრობები
v    კომიქსები
6.                  რას უთმობ უფრო მეტ დროს ?
v    წიგნის კითხვას
v    კომპიუტერით თამაშს
7.                  ვინ გეხმარება წიგნების შერჩევაში?
v    მშობლები და მასწავლებლები
v    ამხანაგები
v    დამოუკიდებლად ვირჩევ
8.                  დაწერე შენი მოსაზრება : არის თუ არა სკოლაში საინტერესო და სახალისო გარემო სწავლისათვის?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი 6

ანკეტა IIკლასის მშობლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ,,მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად დიმიტრი უზნაძის -განწყობის თეორიის როლი“. თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.   უყვარს თუ არა თქვენს შვილს წიგნის კითხვა?
Ø  ძალიან უყვარს
Ø  ნაკლებად უყვარს
Ø  საერთოდ არ უყვარს
      2.   სწორად ურჩევს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეს წასაკითხი წიგნების ჩამონათვალს?
Ø  დიახ
Ø  ნაწილობრივ
Ø  არა
      3.   კითხულობთ თუ არა შვილთან ერთად?
Ø  ხშირად
Ø  იშვიათად
Ø  არასდროს
      4.   საუბრობთ თუ არა შვილთან ერთად წაკითხულის ირგვლივ?
Ø  ხშირად
Ø  იშვიათად
Ø  არასდროს
      5.   თქვენი შვილი გაკვეთილებს ...
Ø  ამზადებს თქვენი დახმარების გარეშე
Ø  ამზადებს სრულიად დამოუკიდებლად
Ø  სჭირდება მცირეოდენი მითითებები

6.                  დაწერეთ თქვენი მოსაზრება : რამდენად შეესაბამება სკოლის ფიზიკური გარემო ( მერხების განლაგება, რესურსები, ავეჯი...) მოსწავლეებში სწავლის მიმართ განწყობის შექმნას?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------





დანართი 7

წაკითხული ნაწარმოების შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმის                №
კრიტერიუმი
               1
გასაუმჯობესებელია
                  2
დამაკმაყოფილებელია
         3
საუკეთესოა

1
კითხულობს სათანადო ინტონაციით



2
კითხულობს უშეცდომოდ



3
კითხულობს სათანადო ტემპით



4
ყურადღებითაა, ისმენს სხვის წაკითხულს , არ ტოვებს თავის რეპლიკებს



5
იყენებს სათანადი ჟესტიკულაციას და მიმიკას




დანართი 8
ტექსტის გაგება-გააზრება, კონსტრუირება
კურდღელი და კუ
(იგავ-არაკი)
     დიდ მინდორში კურდღელი და კუ შეხვდნენ ერთმანეთს.
     - საით მიიჩქარი, ძმობილო? - დაცინვით კითხა კურდღელმა.
     - ასე მითხრეს, აი იქ, გორაკი რომ მოჩანს, - ანიშნა კუმ მინდვრის ბოლოზე, - გემრიელ საკვებს იპოვიო. თუ გინდა, ერთად წავიდეთ!
     კურდღელმა ჩაიცინა:
     - სიამოვნებით წავალ, მაგრამ შენთან ერთად სიარული რას მარგებს ?! სანამ შენ იმ გორაკთან მიხვალ, მე კიდეც დავნაყრდები და ჩემს სოროშიც დავბრუნდები. დავნაძლევდეთ, თუ ასე არ იქნება, - თქვა და გაიქცა.
     ის ჯერ შუა მინდორში იყო, როცა თავის მეგობარ კურდღელს მოჰკრა თვალი. გაუხარდა მისი დანახვა და გადაწყვიტა: მოდი, მეგობართან წავითამაშებ, სულერთია, იმ კუს მაინც მივასწრებო.
     კურდღლებმა კარგახანს ინავარდეს, თამაშით გული იჯერეს და ბოლოს გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. გორაკამდე ჯერ ისევ შორი გზა იყო, როცა ჩვენმა კურდღელმა ახლა ბუჩქი დაინახა და გაიფიქრა: ბევრი ვინავარდე, ცოტახნით ამ ბუჩქის ძირში დავისვენებ და გზას მერე განვაგრძობ, კუს ხომ მაინც მივასწრებო.
     ასეც მოიქცა. წამოგორდა ბუჩქის ქვეშ და დაღლილს მალე ჩაეძინა. სანამ კურდღელს ეძინა კუ თავის გზას განაგრძობდა, მიათრევდა თავისი ბაკნით დამძიმებულ სხეულს, უძნელდებოდა სიარული, მაგრამ არსად შეჩერებულა, ნაბიჯი არ შეუნელებია.
     გამოიღვიძა თუ არა კურდღელმა, მარდად წამოხტა და გორაკისაკენ გაეშურა.
     მიხტის ჩვენი კურდღელი და კმაყოფილი ფიქრობს: „მეგობართანაც ხალისიანად გავატარე დრო, გამოვიძინე კიდეც და ახლა იმ კუზე ადრე მაინც მივალ!“
     მიაღწია კურდღელმა გორაკს და რას ხედავს: კუ უკვე იქ არის, დანაყრებულა გამობრუნებასაც აპირებს.
-                        ეგ როგორ მოხდა, რომ ჩემზე ადრე მოხვედი? - გაიკვირვა კურდღელმა. კუმ შეხედა და უპასუხა:
-                        შენ შენი მარდი ფეხების იმედი გქონდა, ის კი დაგავიწყდა, რომ სწრაფს და უდარდელს ყოველთვის აჯობებს დინჯად მშრომელი. მიბრძანდი, მიირთვი ბალახი. მე კი უნდა წავიდე, შინ დროზე მინდა დაბრუნება.

ეზოპე


დანართი 9

მოსწავლეთა შემაჯამებელი კითხვარი
                                            ანკეტა IIკლასის მოსწავლეებისათვის
     მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ,,მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად დიმიტირი უზნაძის -განწყობის თეორიის როლი“
    თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.      შეგიყვარდა თუ არა წიგნების კითხვა?
v    კი
v    საშუალოდ
v    არა
2.      ვისთან ერთად გიყვარს წიგნის კითხვა?
v    უფროსებთან ერთად
v    ბავშვებთან ერთად
v    დამოუკიდებლად
3.      უყვები თუ არა მშობლებს წაკითხული წიგნების შესახებ?
v    კი
v    არა
4.      როგორი წიგნები მოგწონს:
v    ზღაპრები ილუსტრაციებით, დიდი ასოებით
v    პატარა მოცულობის მოთხრობები
v    კომიქსები
5.      რას უთმობ უფრო მეტ დროს ?
v    წიგნის კითხვას
v    კომპიუტერით თამაშს
6.      ვინ გეხმარება წიგნების შერჩევაში?
v    მშობლები და მასწავლებლები
v    ამხანაგები
v    დამოუკიდებლად ვირჩევ

7.      დაწერე შენი მოსაზრება : შეიქმნა თუ არა სკოლაში უფრო სახალისო და საინტერესო გარემო?
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
დანართი 10
მშობელთა შემაჯამებელი კითხვარი
ანკეტა IIკლასის მშობლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ,,მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად დიმიტრი უზნაძის -განწყობის თეორიის როლი“. თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.                  შეუყვარდა თუ არა თქვენს შვილს წიგნის კითხვა?
Ø  ძალიან შეუყვარდა
Ø  ნაკლებად შეუყვარდა
Ø  საერთოდ არ შეუყვარდა
      2.   სწორად ურჩევს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეს წასაკითხი წიგნების ჩამონათვალს?
Ø  დიახ
Ø  ნაწილობრივ
Ø  არა
      3.   კითხულობთ თუ არა შვილთან ერთად?
Ø  ხშირად
Ø  იშვიათად
Ø  არასდროს
      4.   საუბრობთ თუ არა შვილთან ერთად წაკითხულის ირგვლივ?
Ø  ხშირად
Ø  იშვიათად
Ø  არასდროს
      5.   თქვენი შვილი გაკვეთილებს ...
Ø  ამზადებს თქვენი დახმარების გარეშე
Ø  ამზადებს სრულიად დამოუკიდებლად
Ø  სჭირდება მცირეოდენი მითითებები

7.                  დაწერეთ თქვენი მოსაზრება: რამდენად გაუმჯობესდა სკოლის ფიზიკური გარემო ( მერხების განლაგება, რესურსები, ავეჯი...) მოსწავლეებისათვის სწავლის განწყობის შესაქმნელად?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------









ინგა ცქვიტინიძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია


მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვისმიმართ  უინტერესო დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორიის “ გამოყენება

21-ე საუკუნეში, ტექნიკური რევოლუციის პირობებში, წიგნიერება არა მარტო განათლების სისტემის გამოწვევად რჩება, არამედ საზოგადოების წინაშეც სერიოზულად დგას ეს საკითხი. ამიტომ ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, აქტიურად ვიმოქმედოთ ამ პრობლემის დასაძლევად.წიგნიერება ნიშნავს არა კითხვის უნარსა და წაკითხული წიგნების სიმრავლეს, არამედ მისგან მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვებს პატარაობიდანვე ჩავუნერგოთ წიგნის სიყვარული, მათ შორის კი მხატვრული ლიტერატურისაც. მხატვრული ლიტერატურა იძლევა სპეციფიკურ განათლებას, არა მარტო ესთეტიკურს,არამედ შემოქმედებით განათლებასაც, ანუ გვაძლევს წარმოსახვის საშუალებას.
 ჩვენი მოვალეობაა, პროფესიული თვალსაზრისით  განვითარება, რათა შევძლოთ განათლების სისტემისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემის აღმოფხვრაში მონაწილეობის მიღება. მასწავლებელი მზად უნდა იყოს ახალი მეთოდებითა და ხერხებით აწარმოოს მოსწავლეთა სწავლა-სწავლების საკითხი. ამიტომ პრაქტიკული კვლევის ძირითად თემად ავირჩიე მოსწავლეებში კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიის“ გამოყენება.
 კვლევის მიზანი იყო, დეტალურად შემესწავლა მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და დამესახა მისი გადაჭრის ოპტიმალური გზები. საკვლევი საკითხი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:
მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების  აღმოსაფხვრელად დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორიის “გამოყენება.
ჩემი კვლევის მთავარი კითხვა იყო - რა არის დაწყებით საფეხურზე, კერძოდ , II კლასში მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა::
4.      დაწყევითი კლასების მოსწავლეები .
5.      დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები .
6.      დაწყებით კლასებში შემსვლელი პედაგოგები.
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვებისას გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისობრივიმეთოდები :ფოკუსირებული დაკვირვება, ანკეტირება, ფოკუს-ჯგუფი, ჩაღრმავებული ინტერვიუ.
ფოკუსირებული დაკვირვება გამოვიყენე , რომ გამეგო , ფლობდნენ თუ არა მოსწავლეები ტექსტის შინაარსის გაგების /გააზრებისა და მნიშვნელობის კონსტრუირების უნარ-ჩვევას .
       ანკეტირების მეთოდი გამოვიყენე II კლასის  მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის .კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი გულწრფელად , ყოველგვარი მორიდების გარეშე პასუხობს.
ფოკუს-ჯგუფის  მეთოდი გამოვიყენე I-IV კლასის მასწავლებლებთან , შემდეგი ინფორმაციის მოსაპოვებლად :
·                     რამდენად კარგად აქვთ მოსწავლეებს ჩამოყალიბებული გამართული კითხვის უნარ-ჩვევა ?
·                     აქვთ თუ არა მოსწავლეებს განვითარებული შინაგანი მოტივაცია მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ ?
·                     აქვთ თუ არა მოსწავლეებს ასაკის შესაბამისი ლექსიკური მარაგი?
·                     რამდენად კარგად შეუძლიათ ტექსტის გაგება/გააზრება/კონსტრუირება ?
·                     რამდენად შეესაბამება სკოლის ფიზიკური გარემო მოსწავლეებში სწავლის განწყობის შექმნას ?
·                     რა ხერხებსა და მეთოდებს იყენებენ მასწავლებლები მოსწავლეებში განწყობისა და შინაგანი მოტივაციის შესაქმნელად?
ჩაღრმავებული ინტერვიუ გამოვიყენე  III- IV კლასის მოსწავლეებთან და მშობლებთან. შეხვედრას ესწრებოდა 24 მოსწავლე . თითოეული კლასიდან შეირჩა 4-4 მოსწავლე სხვადასხვა კითხვითი უნარის დონის მიხედვით (დაბალი, საშუალო და მაღალი).
ამის შემდეგ  წარიმართა ამ მოსწავლეების მშობლებთან ინტერვიუ . ორივე შემთხვვევაში  ინტერვიუ იყო არასტრუქტურირებული- საუბრის პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე,  ვსვამდი შეკითხვებს .
ამ მეთოდის მიზანი იყო, გარკვეული ინფორმაცია მომეპოვებინა მოსწავლეებსა და მშობლებში  მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების მიზეზები.
მონაცემთა ანალიზმა მაჩვენა,რომ მოსწავლეებს არ ჰქონდათ შინაგანი მოტივაცია,მშობლებიბავშვებს არასწორად ურჩევდნენ მხატვრულ  ლიტერატურას (სიუჟეტი, მოცულობა, შრიფტი) „მკითხველთა წრეზე “ შერჩეული სახელმძღვანელოს კითხვა მათთვის უინტერესო იყო. აგრეთვე,სკოლაში ნაკლებად მიმზიდველი პრაქტიკული  გარემოს  არსებობა და განწყობის შესაქმნელად შესაბამისი ლიტერატურის არქონა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მისწავლეთა მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების არსებობაზე.
      ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კვლევის პროცესში, ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე  , განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები: 
1. ,,მკითხველთა წრეზე“ საინტერესო მეთოდის ,,მკითხველთა თეატრის „ გამოყენება , რადგან მას თამაშის ფორმა აქვს .
 2. ილუსტრირებული ხელნაწერი წიგნების შექმნა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, რომლებშიც ჩაერთვებიან მოსწავლეები და მშობლები,რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სკოლის ფიზიკური გარემოს შექმნაში. (ნამუშევრების წარდგენის შემდეგ  სკოლის დერეფანში გამოფენა).
 3. 21 აპრილს- წიგნის საერთაშორისო დღეს სამახსოვროდ ერთმანეთისათვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული ადაპტირებული,ილუსტრირებული ზღაპრების წიგნების ჩუქება .
4. საკლასო ოთახში მოსწავლეთა განწყობის შესაქმნელად ფიზიკური გარემოს შექმნა-წიგნის თაროების კუთხეების მოწყობა.
5. სტუმრობა ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში ბეჭდური საშუალებით მდიდარ გარემოში ყოფნის მიზნით.
6. მიხეილ თუმანიშვილის კინოსა და თეატრის მსახიობის  დარეჯან ხაჩიძის მოწვევა  სამეტყველო, სიტუაციული გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
7. სასწავლო ექსკურსია ყინწვისის მონასტერში. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ყინწვისის მონასტრის შესახებ საინფორმაციო ტექსტის დამუშავება გრაფიკული მაორგანიზებლის -,,მიზეზ-შედეგობრიობის სქემის“ გამოყენებით.
დაკვირვებამ , მოსწავლეთა და მშობელთა ბოლო მონაცემთა ანალიზმა მაჩვენა , რომ შედეგი აშკარად გაუმჯობესდა.  მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა  შეძლო ტექსტის შინაარსის გაგება , ვარაუდების გამოთქმა , ნაწარმოების გმირის დახასიათება და შეფასება. გაუჩნდათ მხატვრული  კითხვის მიმართ შინაგანი მოტივაცია. მრავალფეროვანმა მეთოდებმა და ხერხებმა, თამაშების ჩატარებამ,  ექსკურსიის მოწყობამ მათ განუვითარათ სოციალური უნარ-ჩვევები.განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, აღმოჩენილიყვნენ ბეჭდური საშუალებებით მდიდარ გარემოში და თავად აერჩიათ წიგნები. მოსწავლეთა დიდი ნაწილისათვის ეს სამყარო, სამწუხაროდ, უცხო აღმოჩნდა.
        კვლევის ფარგლებში მშობელთა დიდი ნაწილი აქტიურად ჩაერთო შვილისთვის საინტერესო და მისი ასაკისათვის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, დაიწყო   პედაგოგებთან თანამშრომლობა,საჭირო ინფორმაციის მისაღებად. დაიწყეს შვილებთან ერთად წიგნების კითხვა და წაკითხულის ირგვლივ საუბარი.ზაფხულის არდადეგებისთვის ბიბლიოთეკიდან გამოიტანეს წიგნები წასაკითხად.
    ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ჩემი კვლევის ძლიერ მხარედ შეიძლება მივიჩნიო, რომლის განხორციელებაში ძალიან დამეხმარა დიმიტრი უზნაძის „სასკოლო ასაკის ფსიქოლოგიისა“ და „განწყობის თეორიის“ განხილვა, კვლევის პროცესში მისი მოსაზრებების გათვალისწინებამ და კვლევის შედეგებზე დაგეგმილმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამოკიდებულების აღმოფხვრის თვალსაზრისით.

   რაც შეეხება კვლევის სუსტ მხარეს,  უნდა ავღნიშნო, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისთვის კვლავ პრობლემად რჩება მხატვრული ლიტერატურის კითხვის მიმართ უინტერესო დამიკიდებულების არსებობა,რომელიც,ვფიქრობ, გამოწვეულია მოსწავლეებში გამართული კითხვის ტექნიკის არქონაში. მომავალი სასწავლო წლიდან აქტიურად დავიწყებ ამ კუთხით მუშაობას.
     თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მნიშვნელივნად დამეხმარა პროფესიულ განვითარებაში. დამანახა წარმატებები და ხარვეზები, მასწავლა პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა, გუნდური მუშაობის უპირატესობა. ამიტომ, კვლევის პროცესში შევცვლიდი  იმას, რომ მკვლევარ პედაგოგს უმჯობესი იქნებოდა  კვლევა გუნდის წევრებთან ერთად განეხორციელებინა. ეს დაეხმარება მას პა,სუხისმგებლობის სხვებისთვის გადანაწილებასა და უფრო მეტი საინტერესო იდეების გენერირებაში.
          კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები გავუზიარე კოლეგებს პრეზენტაციის სახით, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. 
ვფიქრობ,ჩატარებული პედაგოგიური კვლვა დაეხმარება, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგებს, ასევე პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მშობლებსაც.